إعدادات العرض
ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე
ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულს უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო, დასწყევლე მუშრიქები, მან თქვა: «ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية Português دری Македонски Magyar Tiếng Việt Kurdî বাংলা ไทย অসমীয়া Nederlands ਪੰਜਾਬੀ Bahasa Indonesia Kiswahiliالشرح
მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისურვეს, რომ დაეწყევლა მუშრიქები, მან კი თქვა: მე ალლაჰისგან იმისთვის არ წარმოვგზავნილვარ და არ მოვსულვარ, რომ დავწყევლო ადამიანები, ვისურვო მათი განდევნა ალლაჰის წყალობიდან და მოვკვეთო ისინი სიკეთიდან, ჭეშმარიტად, მე ამისთვის არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წარმოვიგზავნე, რომ გავხდე ზოგადად ყველა ადამიანის სიკეთის და წყალობის მიზეზი, განსაკუთრებით კი მორწმუნეების.فوائد الحديث
მოციქულის სრულყოფილი ზნეობა ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას.
მნიშვნელოვანია ენის მორიდება ლანძღვაზე და წყევლაზე, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაგალითზე მიყოლით.
ამ ჰადისში არის წყევლის აკრძალვა.
მოწოდება ადამიანების მიმართ ლმობიერებაზე.
التصنيفات
შუამავლური ხელმძღვანელობა