ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი…

ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი}

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი} [ალ-მაიდა: 44] და {სწორედ ეგენი არიან უსამართლონი} [ალ-მაიდა: 45], და {სწორედ ეგენი არიან ურჩნი} [ალ-მაიდა:47], იბნ აბბასმა თქვა: ალლაჰმა ეს აიათები გამოაცხადა ორი ებრაული ტომის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ჯაჰილიის დროს ძალას ფლობდა მეორეზე და ჩაგრავდა მას, სანამ არ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ თუ ძლიერი ტომი მოკლავდა ვინმეს სუსტი ტომიდან, გამოსასყიდი იქნებოდა 50 ვასყი (ზომა მარცვლეულის), ხოლო თუ სუსტი მოკლავდა ვინმეს ძლიერიდან — 100 ვასყი. ასე გრძელდებოდა, სანამ მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ჩამოვიდა მედინაში. ორივე ტომი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე, თუმცა იმ დღეს იგი ჯერ კიდევ არ იყო მათზე გამძლე და მშვიდობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგ სუსტი ტომის ხალხმა მოკლეს ძლიერი ტომის კაცი. ძლიერმა მოსთხოვა მათ 100 ვასყი. სუსტებმა თქვეს: "ნუთუ შეიძლება, რომ ორ ტომს, რომელთაც ერთი რელიგია, ერთი გვარი და ერთი ქვეყანა აქვთ, ჰქონდეთ განსხვავებული გამოსასყიდი? ჩვენი გამოსასყიდი იყოს ნახევარი თქვენი გამოსასყიდისა? ჩვენ მხოლოდ თქვენი ზეწოლისა და შიშის გამო ვთანხმდებოდით აქამდე, მაგრამ ახლა, როცა მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა, ამას აღარ მოგცემთ". ომი თითქმის დაიწყო მათ შორის, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოფილიყო მსაჯული მათ შორის. მაშინ ძლიერმა ტომმა თქვა: "ვფიცავთ ალლაჰს, მუჰამმადი არ მოგცემთ ორმაგს. ისინი მართალნი არიან — ჩვენ ეს მხოლოდ ჩვენი ძალაუფლებითა და მათი სიძლიერის ნაკლებობით მოვითხოვდით. გაუგზავნეთ მუჰამმადს ხალხი, რომ გაარკვიონ მისი აზრი: თუ მისცემს იმას, რაც გსურთ — მიიღეთ, თუ არა — უარყავით". და მათ ჩუმად გაუგზავნეს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხი თვალთმაქცებიდან, რათა გამოეკითხათ მისი აზრი. მაგრამ ალლაჰმა აცნობა თავის მოციქულს მათ საქციელზე და განზრახვებზე. მაშინ უზენაესმა გარდამოავლინა: {ო მოციქულო! ნუ დაგწყვეტს გულს ისინი, ვინც ჩქარობენ ურწმუნოებაში, მათგან, ვინც ამბობენ: „ჩვენ ვირწმუნეთ“…} (სურა ალ-მაიდა: 41), და შემდეგ სიტყვებამდე: {ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა გარდამოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნოები} (სურა ალ-მაიდა: 47). იბნ აბბასმა თქვა ამ აიათებზე: "ვფიცავ ალლაჰს, ისინი სწორედ ამ ორ ტომზე გარდამოავლინა და უზენაესი სწორედ მათ გულისხმობდა".

الشرح

მედინის ებრაელებს შორის იყვნენ ბანუ ყურაიზა და ბანუ ნადირი. ჯაჰილიის დროს ერთ-ერთი მათგანი გაბატონდა მეორეზე და დაიმორჩილა იგი. ისინი შეთანხმდნენ და მოილაპარაკეს, რომ ყოველი მოკლული: თუ ძლიერი, გაბატონებული ტომი მოკლავდა ვინმე სუსტს, დამარცხებული ტომიდან — გამოსასყიდი იქნებოდა მხოლოდ 50 ვასყი. ხოლო თუ სუსტი ტომი მოკლავდა ვინმეს ძლიერიდან — გამოსასყიდი ორჯერ მეტი იქნებოდა, 100 ვასყი. ერთი ვასყი უდრის სამოც სა‘ას (მარცვლეულის საზომს). ისინი ამ წესს მისდევდნენ მანამ, სანამ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გადმოსახლდა მედინაში. ორივე ტომი დაემორჩილა მის მოსვლას, თუმცა იმ დროს იგი ჯერ არ იყო გამარჯვებული თავის მტრებზე და არ გააჩნდა მათზე ძალაუფლება, რადგან ეს ჰიჯრას დასაწყისში იყო, როცა იგი მშვიდობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. სუსტი ტომის ხალხმა მოკლა ძლიერი ტომის კაცი. ძლიერმა ტომმა გაუგზავნა სუსტებს: "გადაგვიხადეთ ასი ვასყი, როგორც შეთანხმებული იყო". სუსტებმა უპასუხეს: ნუთუ ასეთი რამ ხდებოდა ორ ტომს შორის? რომლებსაც ერთი რელიგია, ერთი გვარი და ერთი მიწა აქვთ — რომ ზოგიერთი მათგანი უნდა იხდიდეს გამოსასყიდს მეორის ნახევარს?! ჩვენ ამას მხოლოდ თქვენი ჩაგვრისა და შიშის გამო გაძლევდით თქვენ. თუმცა ახლა, როცა მუჰამმადი მოვიდა, ამას აღარ მოგცემთ არასდროს". სიტუაცია გამწვავდა და სადაცაა ომი დაიწყებოდა მათ შორის, შემდეგ შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაედგინათ მსაჯულად, შემდეგ მათგან გაბატონებულმა ჯგუფმა მოითათბირა და თქვეს: ვფიცავ ალლაჰს, მუჰამმედი მათგან არ მოგცემთ ორმაგს, რასაც აძლევს თქვენგან, ჭეშმარიტად, მართალნი არიან ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენგან უსამართლობით და მათი ჩაგვრით ვაძლევდით, ჩუმად გააგზავნეთ მუჰამმედთან ხალხი, ვინც მის აზრს შეიტყობს: თუ მოგცათ რაც გინდათ, მაშინ მიდით მასთან განსასჯელად, თუ არ მოგცემთ, რაც თქვენ გინდათ მაშინ შორს იყავით მისგან და არ მიხვიდეთ მასთან განსასჯელად. ამგვარად, მათ ალლაჰის შუამვალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნეს ორპირთაგან ხალხი, რათა მათთვის მოეტანათ ამბავი, თუ რას იტყოდა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), როდესაც ისინი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდნენ, ალლაჰმა თავის შუამავალს მოუვლინა ზეშთაგონება მათი ყველა ამბის შესახებ, თუ რას გეგმავდენ ისინი, უზენაესმა ალლაჰმა სურა ალ-მაიდაში გარდმოავლინა: {ო, შუამავალო, არ დამწუხრდე მათ გამო, რომლებიც ეჯიბრებიან ერთურთს ურწმუნოებაში, მათგან რომლებმაც თქვეს, რომ ვირწმუნეთ} [ალ-მაიდა: 41]. სიტყვებამდე {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურჩნი} [ალ-მაიდა: 47]. შემდეგ თქვა იბნ აბბასმა (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) იმ ორზე: ვციცავ ალლაჰს, იმ ორზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი} [ალ-მაიდა:44]. და {...სწორედ ეგენი არიან უსამართლონი} [ალ-მაიდა:45] და {...სწორედ ეგენი არიან ურჩნი} [ალ-მაიდა:47], უზენაესი ალლაჰი სწორედ მათ გულისხმობდა.

فوائد الحديث

ებრაელების ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მართალი და სანდო.

იუდეველების ხრიკები და უსამართლობა, საკუთარი თავის მიმართაც კი.

უზენაესი ალლაჰის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ებრაელებს ამქვეყნად ელით დამცირება, ხოლო აახირეთში — დიდი სატანჯველი.

ალლაჰის გარდმოვლენილით განუსჯელობა და შუამავლის განსჯით უკმაყოფილება არგუმენტია ურწმუნოების, უსამართლობის და ურჩობის.

ორპირთა საფრთხე და მათი ებრაელებთან თანამშრომლობა.

التصنيفات

ყურანის ჩამოვლინების მიზეზები