ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი,…

ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით

აბდულლაჰ ბინ 'ანამამ თქვა: დავინახე ამმარ ბინ იასირი შემოვიდა მეჩეთში და ილოცა, მან მოკლედ ილოცა, თქვა: როცა მორჩა ლოცვას წამოვდექი და ვუთხარი: ო, აბუ ალ-იაყზან ძალიან სწრაფად ილოცე, მან თქვა: მისი საზღვრებიდან რომელიმეს დარღვევაში დამინახე? ვუთხარი: არა, თქვა: ჭეშმარიტად, მე ლოცვას დავუჩქარე სანამ ეშმაკი ყურადღებას გამიფანტავდა, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით».

الشرح

ამმაარ ბინ იასირი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შევიდა მეჩეთში და ილოცა ნებაყოფილობითი ლოცვა, მან მსუბუქად (მოკლედ) ილოცა, როცა გამოვიდა მეჩეთიდან მას თან გაჰყვა აბდულლაჰ ბინ 'ანამამ და უთხრა მას: ო, აბუ ალ-იაყზან, დაგინახე, რომ ძალიან მოკლედ ილოცე. ამმარმა თქვა: მისი პირობებიდან, ვალდებულებებიდან და საფუძვლებიდან რომელიმეს დარღვევაში დამინახე? თქვა: არა, თქვა: მე ის შევამოკლე მანამ, სანამ ეშმაკი გონებას გამიფანტავდა. გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით.

فوائد الحديث

მართალი წინაპრები ცდილობდნენ ყოველთვის ერთმანეთისთვის რჩევა-დარიგების მიცემას.

შეკითხვა და დადასტურება გაკიცხვამდე.

პრობლემის და შეკითხვის პასუხად საკმარისია მხოლოდ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები.

ლოცვაზე დაფიქრების და თავმდაბლობის გარეშე ლოცვის მადლი მცირდება.

მტკიცე წახალისება და ძლიერი მოწოდება ლოცვაში მოკრძალებულობისა და უზენაესის წინაშე გულითადი ყოფნისკენ.

التصنيفات

გულის საქმეები, ლოცვის სიკეთე