თუ გსურთ, მოგცემთ, მაგრამ ამ დახმარებაში წილი არ ეკუთვნის არც მდიდარს და არც იმ ძლიერს, ვინც საკუთარი შრომით…

თუ გსურთ, მოგცემთ, მაგრამ ამ დახმარებაში წილი არ ეკუთვნის არც მდიდარს და არც იმ ძლიერს, ვინც საკუთარი შრომით შეძლებს სარჩოს მოპოვებას

გადმოცემულია უბაიდულლაჰ ბინ 'აადი ბინ ალ-ხიარისგან: ორი კაცი მიყვებოდა, რომ ისინი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი უკანასკნელი ჰაჯის დროს, როცა ის არიგებდა ზაქათს. მათ სთხოვეს მისგან წილი. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიხედა მათზე და შემდეგ დახარა თვალი, და როცა დაინახა, რომ ისინი ძლიერი და ჯანსაღი იყვნენ, უთხრა: «თუ გსურთ, მოგცემთ, მაგრამ ამ დახმარებაში წილი არ ეკუთვნის არც მდიდარს და არც იმ ძლიერს, ვინც საკუთარი შრომით შეძლებს სარჩოს მოპოვებას».

الشرح

ორი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი უკანასკნელი ჰაჯის დროს, როცა ის არიგებდა ზაქათს, და სთხოვეს, რომ მათაც მისცემოდა ნაწილი. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამდენჯერმე დააკვირდა მათ, რათა გაეგო მათი მდგომარეობა — ეკუთვნოდათ თუ არა მათთვის ზაქათის მიღება. შუამავალმა დაინახა, რომ ის ორი ძლიერი მამაკაცი იყო, და თქვა: თუ გსურთ მოგცემთ სადაყას, მაგრამ ის არ ეკუთვნის მას, ვისაც აქვს საკმარისი ქონება, ასევე ვისაც შეუძლია იმუშაოს და გამოიმუშაოს ქონება, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქონება რომლითაც ის მდიდრად ჩაითვლება.

فوائد الحديث

აკრძალულია იმ ადამიანის მხრიდან მოწყალების თხოვნა, რომელიც ან მდიდარია, ან საკუთარი შრომით შეუძლია შემოსავლის მიღება.

ძირითადი წესი ასეთია: ვისი ქონებაც არ არის ცნობილი, ის ითვლება ღარიბად და აქვს უფლება მიიღოს ზაქათი (მოწყალება).

მარტო ფიზიკური ძალა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ ეკუთვნის ზაქათი; საჭიროა, რომ ამასთან ერთად ჰქონდეს შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობა და უნარიც.

ვინც შეძლებულია საკუთარი შრომით მოიპოვოს საკმარისი საარსებო საშუალება, მას არ შეუძლია აიღოს ზაქათი, რადგან შრომით მიღებული სარჩო მას აძლევს სამყოფს — ისევე, როგორც მდიდარს აძლევს სამყოფს მისი ქონება.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიადი აღზრდა მუსლიმის პიროვნებისთვის ემყარება თავმოყვარეობისა და ღირსების განმტკიცებას, მოტივაციას იმისა, რომ იგი იყოს მიმცემი და არა მომკითხავი, შრომისმოყვარე და არა ზარმაცი.

التصنيفات

ზაქათის გაცემა