მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის…

მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა

გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა».

الشرح

მორწმუნეების დედისგან აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მედინაში ჩამოსვლის შემდეგ სამი ღამე ზედიზედ ხორბლის საკვებით არ დანაყრებულა მის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე.

فوائد الحديث

განმარტება იმისა, თუ როგორი იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი ოჯახის ამქვეყნიური სიდუხჭირე, რადგან ნამდვილი ცხოვრება იმქვეყნიური ცხოვრებაა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისიდან ვიგებთ, რომ მათი დაუნაყრებლობის მიზეზი ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ ამის საშუალება, ასევე შესაძლებელია ზოგჯერ ჰქონოდათ ამის საშუალება, მაგრამ მის (სხვისთვის) გაცემას ამჯობინებდნენ».

التصنيفات

ასკეტიზმი და ღვთისმოშიშობა, შუამავლური ხელმძღვანელობა