إعدادات العرض
ყოველი სახსარისთვის ადამიანის სხეულში არის სადაყა
ყოველი სახსარისთვის ადამიანის სხეულში არის სადაყა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანის ყოველი სახსრისთვის ყოველდღე, რომელიც ალლაჰმა უბოძა, აკისრია სადაყა, ყოველდღე, როდესაც მზე ამოდის: ორ ადამიანს შორის სამართლიანობის დამყარება - ეს არის სადაყა, დაეხმარო ადამიანს მის ცხოველზე[ცხენზე, აქლემზე...] დაჯდომაში, აიყვანო მასზე ან აატანინო ტვირთი მასზე - ეს არის სადაყა, კარგი სიტყვის თქმა - ეს არის სადაყა; ყოველი ნაბიჯი, რომლითაც ლოცვისკენ მიდიხარ - ეს არის სადაყა; და გზიდან დაბრკოლების მოცილება, რაც ხალხს აწუხებს - ეს არის სადაყა».
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் ไทย Deutsch پښتو অসমীয়া Shqip Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Lietuvių دری Српски тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayuالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ყოველი დღისთვის მუსლიმმა, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია, უნდა გაიღოს საკმარისი სადაყა უზენაესი ალლაჰისთვის მადლიერების გამოხატვის ნიშნად, იმ ჯანმრთელობისთვის, რომელიც ალლაჰმა მიანიჭა, და იმ სახსრების გამო, რომლითაც მას შეუძლია ხელების მოქნევა და გაშლა. ეს სადაყა სრულდება ყოველგვარი კეთილმოქმედებით და არ შემოიფარგლება მხოლოდ ფულის გაცემით. მათგანია: ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სამართლიანობა და შერიგების მოპოვება არის სადაყა, დაუძლურებული ადამიანის დახმარება მის სატრანსპორტო საშუალებაზე ასვლაში ან მისი ტვირთის აწევაში არის სადაყა (მოწყალება), კეთილი სიტყვა, როგორიცაა ალლაჰის ხსენება, დუა, მისალმება და სხვა, არის სადაყა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაცც ლოცვისკენ დგამ, არის სადაყა. გზიდან დაბრკოლების ან იმ საგნის მოშორება, რაც ზიანს აყენებს ადამიანებს, არის სადაყა.فوائد الحديث
ადამიანის ძვლების მოწყობა და მათი ჯანმრთელობა უზენაესი ალლაჰი უდიდესი მოწყალებაა. თითოეული ძვალი საჭიროებს მისთვის სპეციალურ სადაყას, რათა სრულად გამოვხატოთ მადლიერება ამ მოწყალებისთვის.
წახალისება ყოველდღიურად მადლიერების განახლებისკენ, რათა ეს წყალობები გაგრძელდეს.
წახალისება ყოველდღიურად ნებაყოფლობითი ღვთისმსახურებების შესრულებისა და სადაყის გაცემისკენ.
ადამიანებს შორის შერიგება და ურთიერთობების გამოსწორების სიკეთე.
ხელის შეწყობა იმაზე, რომ ადამიანმა დაეხმაროს თავის ძმას, რადგან მისი დახმარება არის სადაყა.
წახალისება ჯამაათის ლოცვებში მონაწილეობისა და მათი მიმართულებით სიარულისკენ, ასევე მეჩეთების ამ საქმიანობებით გამრავალფეროვნებისკენ.
მუსლიმთა გზების პატივისცემა სავალდებულოა, რაც მოიცავს ყველაფრის თავიდან აცილებას, რაც მათ ზიანს ან ტკივილს მოუტანს.
