إعدادات العرض
ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ ნათლად იდგება ჭეშმარიტებაზე, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოიწევს მათზე, და ისინი…
ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ ნათლად იდგება ჭეშმარიტებაზე, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოიწევს მათზე, და ისინი კვლავაც ნათლად იდგებიან ჭეშმარიტებაზე
გადმოცემულია მუღიირა იბნ შუ'ბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ ნათლად იდგება ჭეშმარიტებაზე, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოიწევს მათზე, და ისინი კვლავაც ნათლად იდგებიან ჭეშმარიტებაზე».
الترجمة
العربية Tiếng Việt অসমীয়া Nederlands Bahasa Indonesia Kiswahili አማርኛ Hausa සිංහල ไทย English ગુજરાતી Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ აშკარად (მტკიცედ) დარჩება ხალხში, გამარჯვებული იქნება მათზე, ვინც მათ ეწინააღმდეგება, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოიწევს მათზე და მათი სულები არ იქნება ამოღებული ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, განკითხვის დღის დადგომამდე.فوائد الحديث
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აშკარა სასწაული, რადგან ეს აღწერა ალლაჰის მადლით დღემდე ნარჩუნდება შუამავლის დროიდან და დარჩება, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოვა, როგორც ეს ჰადისშია აღნიშნული.
ჭეშმარიტებაზე სიმტკიცის და მისი შესრულების ღირსება და მოწოდება მისკენ.
რელიგიის ნათლად ყოფნას ორი სახე აქვს: გამარჯვება მტკიცებულებით, ნათელი გამარჯვებით და განმარტებით, გაბატონება ძალით და იარაღით, იმიტომ რომ ისლამური მტკიცებულება ყურანია, რომელიც აშკარა და ყველა სხვა სისტემაზე აღმატებულია, ამიტომ მტკიცებულებით და განმარტებით, და ის გაიმარჯვებს ყველაზე ვინც ეწინააღმდეგება, რაც შეეხება ძალისა და იარაღის საშუალებით გამაჯვებას, ეს დამოკიდებულია მუსლიმთა რწმენაზე და მათ შესაძლებლობაზე ამქვეყნად.