إعدادات العرض
თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ…
თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით
უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: ერთმა იუდეველმა უთხრა მას (უმარს, ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით): — მორწმუნეთა მმართველო! თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით. უმარმა ჰკითხა: — რომელი აიათია ის? მან უპასუხა: — {დღეს მე სრულყავი თქვენთვის თქვენი რელიგია, სრულად გიბოძეთ თქვენზე ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი} (სურა «ალ-მაიდა», 3). მაშინ უმარმა თქვა: — ჩვენ ვიცით ის დღე და ის ადგილი, სადაც ეს აიათი მოევლინა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მს): (ამ დროს) იგი იდგა არაფათის გორაზე პარასკევის დღეს.
الشرح
ერთი იუდეველი მივიდა მორწმუნეთა მმართველთან უმართან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და უთხრა მას: არის ერთი აიათი თქვენი წიგნიდან რომელსაც კითხულობთ, ის ჩვენზე რომ გარდმოვლენილიყო -იუდეველებზე- ჩვენს წიგნში თავრათში, იმ დღეს ჩვენ დღესასწაულად ვაქცევდით და მის აღნიშნას დავიწყებდით; იმ დიდი წყალობის და მადლიერების გამო, რომელიც ამ ძვირფას აითშია მოცემული, უმარმა (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) უთხრა მას: რომელია ეს აიათი? თქვა: {დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი}. უმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ჩვენ ვიცით დღე, როდესაც ის გარდმოევლინა და ადგილიც, სადაც ეს ძვირფასი აიათი გარდმოევლინა, ეს აიათი დღესასწაულის (ბაირამის) დღეს გარდმოევლინა, ეს იყო პარასკევ დღეს მაშინ, როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არაფატის მთაზე იმყოფებოდა, ეს დღეები (ორი დღე) არის ძვირფასი დღესასწაულის დღეები მუსლიმთათვის.فوائد الحديث
განმარტება იმისა, თუ რა გულმოდგინებითა და ყურადღებით ეკიდებოდა უმარი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) აიათის გამოცხადების ადგილსა და დროს.
ამ აიათში მოცემულია განმარტება იმ წყალობისა, რომლითაც ალლაჰმა დაასაჩუქრა ეს უმმა: მან სრულყო მათი რელიგია და შეავსო თავისი წყალობები მათზე, ისე რომ ისინი აღარ საჭიროებენ რაიმე დამატებას სარწმუნოების საკითხში. ყველაფერი, რაც გაჩნდა მას შემდეგ, რაც ალლაჰმა სრულყო რელიგია და რასაც არ აქვს მასთან დამადასტურებელი საფუძველი, ითვლება ბიდ'ათად — მცდარ სიახლედ. როგორც დადასტურებულია მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: «ვინც შემოიტანს ჩვენს საქმეში იმას, რაც მასში არ არის, ის უარყოფილი იქნება».
ამ ჰადისიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დღესასწაულები არ ყალიბდება ადამიანური აზრითა და გამოგონებით, როგორც ეს გააკეთეს ჩვენამდე წიგნის ხალხებმა; ისინი არსებობს მხოლოდ შარიათის საფუძველზე და მისადმი მორჩილებით. ამიტომ, როცა ეს აიათი შეიცავდა რელიგიის დასრულებას და წყალობის დასრულებულად ქცევას, ალლაჰმა იგი გარდამოავლინა იმ დღეს, რომელიც ამ უმმისთვის დღესასწაულად დაადგინა ორი თვალსაზრისით: პირველი — ეს არის კვირის დღესასწაული, პარასკევის დღე. მეორე — ეს არის ჰაჯის დღესასწაული, მათი უდიდესი შეკრებისა და უდიდესი დგომის დღე (არაფათზე).
სა‘დი ამბობს ამ აიათის განმარტებაში: «{დღეს მე სრულყავი თქვენთვის თქვენი რელიგია} — სრული გამარჯვებით და ყველა შარიათული კანონის დასრულებით, როგორც გარეგნული, ისე შინაგანი, როგორც საფუძვლები, ისე განშტოებები. ამიტომ ეს წიგნი და სუნნა სრულიად საკმარისია სარწმუნოების ყველა წესში — მის საფუძვლებსა და განშტოებებში. ხოლო ვინც ამტკიცებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი რწმენისა და წესების შესასწავლად სხვა მეცნიერებანი ყურანისა და სუნნის გარდა — ფილოსოფია ან სხვა — ის უმეცარია და ტყუილშია თავის მტკიცებაში. ის ფიქრობს, თითქოს რელიგია სრულყოფილი არ იქნებოდა მის გარეშე, რაც თვითონ თქვა ან რისკენაც მოუწოდებს. ეს კი უდიდესი უსამართლობა და ალლაჰსა და მის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უცოდინრობის მიწერაა. {და შევავსე თქვენზე ჩემი წყალობა} — როგორც გარეგნული, ისე შინაგანი. {და კმაყოფილი ვარ ისლამის თქვენი რელიგიად} — ანუ მე ავირჩიე და გამოვარჩიე ის თქვენთვის რელიგიად, როგორც თქვენ გამოგარჩიეთ მისთვის. მაშ, შეასრულეთ იგი თქვენი უფლის მადლიერებით და განადიდეთ იგი, ვინც დაგასაჩუქრათ რელიგიათაგან საუკეთესოთი, ყველაზე ღირსეულითა და სრულყოფილით».
التصنيفات
სურებისა და აიათების მადლი