მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა

მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა».

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა, რომ წარმოვთქვათ და გავიმეოროთ ერთღმერთიანობის სიტყვები: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა", მასთან, ვისთანაც მოვიდა სიკვდილი, სანამ გარდაიცვლებოდეს და რომ ეს იყოს მისი ბოლო სიტყვები.

فوائد الحديث

სასურველია მომაკვდავ ადამიანზე თალყინის (ერთღმერთიანობის სიტყვების) შეხსენება.

არ არის სასურველი ძალიან ხშირად შაჰადის შეხსენება სიკვდილის პირას მყოფისთვის და ზედმეტად დაჟინებული მითითება, თუ მან უკვე წარმოთქვა ან გაიგო ეს სიტყვები — რათა არ დაღალოს იგი და არ თქვას რამე შეუსაბამო.

იმამ ან-ნავავიმ თქვა: «თუ მომაკვდავმა ერთხელ უკვე წარმოთქვა შაჰადა, აღარ უნდა გაუმეორონ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თუ მის შემდეგ სხვა რამეზე დაიწყებს საუბარს — მაშინ კვლავ რბილად უნდა მიუთითონ, რათა შაჰადა იყოს მისი ბოლო სიტყვა».

ეს ჰადისი მოიცავს მომაკვდავ ადამიანთან ყოფნას, რათა მასზე მოხდეს შეხსენება, გამხნევება, თვალების დახუჭვა და მისი სხვა უფლებების შესრულება.

დაუშვებელია თალყინი გარდაცვალების შემდეგ და სასაფლაოსთან დასაფლავების შემდეგ; რადგან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს არ გაუკეთებია.

التصنيفات

სიკვდილი და მისი განჩინება