არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი

არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი».

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც ალლაჰის მიმართ არ არის მადლიერი, ის ხალხის მიმართაც არ იქნება მადლიერი, იმ სიკეთეზე რომელიც მისთვის გააკეთეს, ეს იმიტომ, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რამეთუ ვისი ბუნება და ჩვევა იქნება ადამიანთა წყალობის უარყოფა და მათ მიერ მადლიერების გამოუხატველობა, ასეთი პიროვნების წესი იქნება ალლაჰის წყალობის უარყოფა და მის მიმართ მადლიერების გამოუხატველობა.

فوائد الحديث

ადამიანების მიმართ მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობა.

სინამდვილეში წყალობის მომცემი მხოლოდ უზენაესი ალლაჰია, ადამიანები არიან მიზეზები, რომლებსაც დაადგენს ალლაჰი მათთვის, ვისზეც ინებებს წყალობის მიცემას, ამიტომ ადამიანებზე მადლობის გადახდა ალლაჰზე მადლობის გადახდაა.

სიკეთის გამო ადამიანებზე მადლობის გადახდა სრულყოფილ ზნეობაზე მიუთითებს.

التصنيفات

დიდებული ზნეობა