إعدادات العرض
ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე
ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე
აბუ აბდურრაჰმან აბდულლაჰ იბნ უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) თქვა: მე გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
[სანდო (საჰიჰ)] [رواه البخاري ومسلم]
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Yorùbá Lietuvių دری Српски Soomaali тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Fulfulde Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ Bambara ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayu Yaoالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამი შეადარა მყარ ნაგებობას, რომელსაც ხუთი სვეტი უჭირავს. ეს სვეტები ნაგებობას ამყარებენ, ხოლო ისლამის სხვა ბრძანებები და ვალდებულებები ამ ნაგებობის დამატებად და გაფორმებად გვევლინებიან. ამ პირობებიდან პირველია: ორი დამოწმება - დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ეს ორი ერთი პირობაა და ერთი მეორეს გარეშე არ იქნება. მსახური მათ წარმოთქვამს დასადასტურებლად იმისა, რომ ალლაჰი ერთადერთია და მხოლოდ ის იმსახურებს ღვთისმსახურებას და არავინ იმსახურებს სხვა მის გარდა, შემდეგ იმოქმედებს მისი პირობებით, ირწმუნებს მისი შუამავლის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და გაჰყვება მას. მეორე პირობა: ლოცვის შესრულება - დღე-ღამის განმავლობაში შესასრულებელი ხუთი სავალდებულო ლოცვა: დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, ნაშუადღევის ლოცვა, სამხრობის ლოცვა და ღამის ლოცვა, თავისი პირობებით, საფუძვლებით და ვალდებულებებით. მესამე პირობა: სავალდებულო ზაქათის გადახდა - ეს არის ფინანსური თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა იმ ქონებისთვის, რომელმაც მიაღწია შარიათით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. ზაქათი უნდა გაიცეს იმ ადამიანებზე, ვისაც შარიათის მიხედვით ეკუთვნის. მეოთხე პირობა: ჰაჯობა (პილიგრიმობა) - ეს არის მექქაში განსაზღვრული ადგილების მონახულების განზრახვა უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემის მიზნით. მეხუთე პირობა: რამადანის თვეში მარხვა - ეს არის ჭამა-სმისგან და სხვა მარხვის მომშლელი ფაქტორებისგან თავის შეკავება ალლაჰზე თაყვანისცემის განზრახვით, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.فوائد الحديث
ორივე მოწმობის განუყოფელობა: ერთი მათგანი მეორეს გარეშე არ მოქმედებს, და სწორედ ამიტომ, ისინი გაერთიანებულნი არიან ერთ საყრდენში.
ორი დამოწმება არის რელიგიის საფუძველი, არც სიტყვა და არც ქმედება მათ გარეშე არ მიიღება.
