ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან…

ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მშიერი ქალი, რომელსაც ორი პატარა ქალიშვილი ჰყავდა, ჩვენთან მოვიდა. მე მას სამი ფინიკი მივეცი. მან თითო ფინიკი თავის გოგონებს მისცა, ხოლო მესამე თავისთვის დაიტოვა. როდესაც იგი ამ უკანასკნელს ჭამას აპირებდა, გოგონებმა ისიც ითხოვეს. მაშინ ქალმა ის ორ ნაწილად გაყო და თავის შვილებს გაუნაწილა, მე მისი ქცევა ძალიან მომეწონა და ეს ამბავი შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვუამბე. მან კი თქვა: «ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მორწმუნეების დედა აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიხსენა, რომ ერთხელ მასთან ერთი ღარიბი ქალი მივიდა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. ის საჭმელს ითხოვდა, და აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მას სამი ფინიკი მისცა. ქალმა თითო ფინიკი თავის ქალიშვილებს მისცა, ხოლო მესამე თავად ჭამისთვის აიღო. მაგრამ მისი ქალიშვილები იმ ფინიკსაც ითხოვდნენ, ამიტომ ქალმა ის შუაზე გაყო და ორივეს გაუნაწილა, აიშა (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მისით) ამ საქციელმა აღაფრთოვანა, და მან ეს ამბავი ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უამბო, შუამავალმა კი უთხრა: ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მისთვის სამოთხე აუცილებელი გახადა, ან ამ მიზეზით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა.

فوائد الحديث

ქველმოქმედების სიკეთე, თუნდაც მცირე იყოს, რადგან ეს მიანიშნებს მორწმუნის გულწრფელობაზე თავის რწმენაში ალლაჰისადმი და მის ნდობაზე მისი აღთქმისა და წყალობის მიმართ.

დედების ძლიერი მოწყალება თავიანთი შვილების მიმართ და მათი შიში, რომ ისინი არ დაიკარგონ.

საკუთარ თავზე სხვების წინ დაყენების სიკეთე, პატარა ბავშვების მიმართ მოწყალება, გოგონების მიმართ განსაკუთრებული სიკეთე და მოწყალება – ეს ყველაფერი სამოთხეში შესვლის და ჯოჯოხეთისგან გათავისუფლების მიზეზია.

მცირეოდენი არ უნდა იყოს მიტოვებული სიმცირის გამო, არამედ მორწმუნემ უნდა გასცეს ის, რაც მისთვის შესაძლებელია, იქნება ეს მცირე თუ დიდი.

ამ ჰადისში ჩანს, როგორი იყო ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მმვიდობა მას) სახლები, მისი ცხოვრება და ოჯახის მდგომარეობა – მათ სახლებში ზოგჯერ საჭმელად არაფერი ჰქონდათ, გარდა ერთი ან სამი ფინიკისა.

التصنيفات

კეთილი საქმეების ღირებულებები