إعدادات العرض
აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო…
აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა
მუ'აზათასგან გადმოცემულია, რომ თქვა: «აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა? მან მიპასუხა: ჰარურიეთაგანი (ხავარიჯი) ხარ? ვუთხარი: არა, ჰარურიელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მაშინ აიშამ ა(ლლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ჩვენც გვემართებოდა ეს (მენსტრუაცია), და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვიბრძანებია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Magyar Kiswahili සිංහල Românăالشرح
მუაზა ალ-ადავიამ მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: რატომ უნდა აღადგინოს მენსტრუაციულმა ქალმა მარხვა, ხოლო ლოცვა არა? აიშამ უთხრა: ხარიჯიტი ჰარურია ხომ არ ხარ, რომლებიც ზედმეტად ბევრ კითხვას სვამენ ჯიუტობისა და სიმკაცრის გამო? ვუპასუხე: მე არ ვარ ჰარურია, უბრალოდ ვკითხულობ, მაშინ აიშამ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს ჩვენც გვემართებოდა მენსტრუაცია, და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვებრძანა.فوائد الحديث
მიუღებლობა მათ მიმართ, ვინც სვამს კითხვებს ჯიუტობისა და კამათის მიზნით.
ჰარურია უკავშირდება ქალაქს ქუფის მახლობლად, სახელად "ჰარურა'': ეს არის ხავარიჯების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც აიშამ შეადარა მათი სიმკაცრის, მრავალი კითხვის დასმისა და ჯიუტი მიდგომის გამო.
მასწავლებლის ვალდებულება განმარტოს ცოდნა მას, ვინც ცოდნასა და სწორ გზას ეძებს.
პირდაპირი ტექსტის მიხედვით პასუხის გაცემა უპირატესია, რადგან აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) არ განიხილა კითხვა დასმული მნიშვნელობის მიხედვით; ეს იმიტომ, რომ ტექსტით პასუხი უფრო გადაჭრილად აფერხებს ნებისმიერ შეპასუხებას.
ალლაჰისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადაწყვეტილებაზე მორჩილება, თუნდაც მონამ არ იცოდეს მათი სიბრძნე.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სიტყვების მნიშვნელობა ის არის, რომ ხარიჯიტთა ერთ-ერთი ჯგუფი მენსტრუაციის დროს გამოტოვებული ლოცვების აღდგენას ქალისთვის სავალდებულოდ მიიჩნევდა, რაც ეწინააღმდეგება მუსლიმთა ერთსულოვან აზრს, აიშას შეკითხვა იყო გაკიცხული შეკითხვა რაც ნიშნავს: ეს გზა არის ჰარურიელთა გზა, და რა ცუდი გზაა ეს».