إعدادات العرض
როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა…
როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა გადაუხადა და მიუტევა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა გადაუხადა და მიუტევა».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ როდესაც ადამიანი მიდის გზაზე და ჩაუარა გზად ეკლიანი ხის ტანს, რომელიც გდია გზაზე და მუსლიმებს აწუხებს, თუ მას გადააგდებს და გაათავისუფლებს გზას მისგან, ალლაჰი მას მადლობას გადაუხდის და მიუტევებს მის ცოდვებს.فوائد الحديث
გზიდან შემაწუხებელი ნივთების მოშორების მადლიანობა, რადგან ეს არის ალლაჰის მიტევების ერთ-ერთი მიზეზი.
მადლიანი საქმეები უბრალოდ არ უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც იყოს მცირე ოდენობის.
ისლამი არის სისუფთავის რელიგია, უფრთხილდება გარემოს და ზოგად მშვიდობას.
التصنيفات
კეთილი საქმეების ღირებულებები