إعدادات العرض
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო…
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო ალლაჰ დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან", ალ-ჰაქიმის გადმოცემაში კი: «როცა გამოვა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და თქვას: ალლაჰუმმა აჯირნი მინნა შშაიტანი რრაჯიმ/ ო ალლაჰ შორს მამყოფე ჩაქოლილი ეშმაკისაგან».
الشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა, რომ თუ ვინმეს სურს შევიდეს მეჩეთში უნდა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: ალლაჰუმა სალლი ვა სალლიმ 'ალა მუჰამმად/ ო, ალლაჰ, დალოცე და მიესალმე მუჰამმედს, შემდეგ იტყვის: ალლაჰუმმა ფთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები. ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავლს და თქვას: (ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო, ალლაჰ, დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან), ალ-ჰააქიმის გადმოცემაში კი: (ალლაჰუმმა აჯირნი მინა შშაიტანი რრაჯიმ/ ო, ალლაჰ, დამიცავი ჩაქოლილი ეშმაკისაგან).فوائد الحديث
მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
ეს ვედრება ზოგადია ყველა მეჩეთისთვის, მესჯიდი ჰარამშიც კი.
მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და ეშმაკისგან დაცვის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი გაეშურება ქვეყანაზე და რაც მასშია ქმედებები და ადამიანის ყურადღების გამფანტავი რამეები, ამ შემთხვევაში ალლაჰზე დაცვის და დაფარვის თხოვნა ეშმაკისგან უფრო შესაბამისია.
التصنيفات
მეჩეთის განჩინებები