ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის…

ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის განწმენდად და წყალობად აქციე

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის განწმენდად და წყალობად აქციე».

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააკეთა ვედრება და თქვა: ო, ალლაჰ, მე ვარ ადამიანი, ვბრაზდები ისე როგორც სხვა ადამიანები, რომელი მორწმუნეც შევაწუხე, გავლანძღე ან შეურაცხყოფა მივაყენე, ან დავწყევლე და მისი ალლაჰის წყალობიდან განდევნა შევევედრე, ან გავროზგე და დავარტყი, ეს მის განწმენდად, შენთან სიახლოვედ, გამოსასყიდად და წყალობად ჰქმენი, რომლითაც შეიწყალებ მას.

فوائد الحديث

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უდიდესი ზნეობა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისში ჩანს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი მოწყალება თავისი უმმათის მიმართ, მისი კეთილი ზნეობა და გულუხვობა, რადგან ის ცდილობდა, რომ გაენეიტრალებინა ან აენაზღაურებინა ის, რაც მისგან მოხდა, სიკეთითა და პატივით».

იმამ ან-ნავავიმ თქვა: «თუ ვინმემ იკითხოს — როგორ შეიძლებოდა, რომ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ელოცოს, დაეწყევლოს ან ცუდი ისურვოს იმათთვის, ვინც სინამდვილეში ამის ღირსი არ არის? ამას სწავლულები ორ გზით ხსნიან: პირველი: აქ იგულისხმება, რომ ადამიანი სინამდვილეში (შინაგანად) არ იყო ამის ღირსი უზენაესი ალლაჰის წინაშე, მაგრამ გარეგნულად მასში ჩანდა ამის მიზეზი. ანუ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარეგანი ნიშნებით (შარიათული ნიშნებით) ეჩვენებოდა, რომ ის ადამიანი ამის ღირსი იყო, თუმცა შინაგანად — არა. და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვალდებული იყო გაესაჯა გარეგნული ნიშნებით, ხოლო შინაგანი ცნობილია მხოლოდ ალლაჰისთვის. მეორე: ის, რაც ხანდახან გამოხატავდა მის სიტყვებში — წყევლა, უარყოფა და მსგავსი — არ იყო ნამდვილ მიზნად თქმული,

არამედ ეს იყო არაბთა ჩვეულებრივი ლაპარაკის ფორმა,

როდესაც მსგავს გამოთქმებს იყენებდნენ განზრახვის გარეშე,

როგორც, მაგალითად: "დაგეღუპოს მარჯვენა ხელი", "დაგემართოს ავადმყოფობა ყელში" და სხვ. ამ ჰადისში ნათქვამია: "ნუ გაიზრდება შენი ასაკი", ხოლო მუავიას ჰადისში — "ნუ გააძღოს ალლაჰმა შენი მუცელი". ეს ფრაზები არ გულისხმობდნენ ნამდვილ წყევლას. და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შიშობდა, რომ შესაძლოა რომელიმე ასეთი სიტყვა აღსრულებულიყო როგორც ნამდვილი ვედრება,

ამიტომ ის მიმართავდა თავის უფალს, რომ ეს გამხდარიყო წყალობა, ცოდვების განწმენდა, ალლაჰთან მიახლოება და სიკეთე იმ ადამიანისთვის, ვისზეც ეს ითქვა. ეს მხოლოდ იშვიათად ხდებოდა. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ყოფილა უხეში, უზნეო, მაწყევარი ან შურისმაძიებელი საკუთარი თავის გამო.

التصنيفات

ზნეობრივი აღწერილობა