რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა…

რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიძინა წნელის ნაქსოვ ქვეშაგზე, როდესაც წამოდგა მას გვერდებზე ნაკვალევი ემჩნეოდა, და ვუთხარით: ო ალლაჰის შუამავალო, არ გინდა შენ რბილი ბალიში მოგიტანოთ? მან თქვა: «რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]

الشرح

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიძინა ბალახებისგან ნაქსოვ ბალიშზე, როდესაც წამოდგა მას გვერდზე ნაკვალევი ემჩნეოდა, და ვუთხარით: ო ალლაჰის შუამავალო, არ გინდა რბილი ბალიში მოგიტანოთ, რომელზეც წამოწვები და უფრო უკეთესი იქნება ამ უხეში ქვეშაგისგან, მან თქვა: მე არ მიყვარს და არ ვილტვი ამ ქვეყნისთვის, რომ მოვითხოვო მისი ფუფუნება, ჩემი ამქვეყნად გაჩერების მაგალითი იმ მგზავრის მაგალითს ჰგავს, რომელმაც დაისვენა ხის ძირას, შემდეგ წამოდგა და გზა განაგრძო.

فوائد الحديث

განმარტება იმისა. თუ როგორი იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამქვეყნისადმი დამოკიდებულება, მას არ სურდა ეს ყვეყანა და შორს იყო მისგან.

ამ ჰადისში არ არის იმის მიტოვებაზე საუბარი, რომ საჭიროა მთლიანად უარი თქვას ამქვეყნიური ცხოვრების საჭიროებაზე, მაგრამ დაგმობილია მისი იმგვარი დაკავება, რომელიც აზიანებს სამარადისო ცხოვრებას. ადამიანი, რომელიც ხის ჩრდილში შეიფარა, მხოლოდ დროებით ისარგებლა ამ ჩრდილით, რათა გზა გაეგრძელებინა, მაგრამ მას არ მიეჯაჭვა.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობის მაგალითად აღება, რადგანაც ის არის საუკეთესო მაგალითი, ვინც გაჰყვა მის კვალს, ის წავიდა სწორი გზით და გადარჩენილი იქნება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც.

საჰაბების (ალლჰი იყოს მათით კმაყოფილი) ყურადღება და სიყვარული ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ.

ნებადართულია მაგალითების მოყვანა მოწოდების და სწავლების დროს.