უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს

უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: “ეს არის შენი ადგილი, სანამ ალლაჰი არ აღგადგენს აღდგომის დღეს”».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) გვამცნობს. რომ სიკვდილის შემდეგ მონას უჩვენებენ მის სამყოფელს და მისთვის განკუთვნილ ადგილს — ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში — დღის დასაწყისში და დღის ბოლოს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ის ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: ეს არის შენი ადგილი სადაც წარიგზავნები განკითხვის დღეს; ამის მიხედვით ან წყალობაში იქნება მორწმუნე, და სასჯელში იქნება ურწუმო.

فوائد الحديث

სასაფლაოს სასჯელის და წყალობის მტკიცებულება, რამეთუ ის ჭეშმარიტებაა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ღმერთისმოშიში მორწმუნისა და ურწმუნოსთვის მათი ადგილის ჩვენება აშკარაა. რაც შეეხება მორწმუნეს, რომელიც სამართლიან საქმეებს ცოდვებთან აზავებს, შესაძლებელია, რომ მასაც უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, სადაც ის საბოლოოდ მოხვდება».

التصنيفات

ბარზახის ცხოვრება