إعدادات العرض
განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)…
განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო
გადმოცემულია ნუ'მანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Magyar Kiswahili සිංහල Română অসমীয়াالشرح
ან-ნუ‘მან იბნ ბაშირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ახსენებს ხალხს იმ სიკეთეს, რომელშიც ისინი იმყოფებიან, და იმას, რომ მათ აქვთ საკვები და სასმელი იმდენი, რამდენიც სურთ. შემდეგ კი იგი აღნიშნავს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობას, რომ იგი ვერ პოულობდა იმდენ უხარისხო ფინიკსაც კი, რომ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მუცელი აევსო.فوائد الحديث
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშეკავებულობისა და ასკეტიზმის მდგომარეობის განმარტება.
წახალისება ამქვეყნიური ცხოვრებისგან მოკრძალებისკენ, მისი შეზღუდვისკენ და მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვისკენ.
ხალხისთვის იმ სიკეთეების შეხსენება, რომელშიც ისინი იმყოფებიან, და მოწოდება ალლაჰისადმი მადლიერების გამოხატვისკენ.