إعدادات العرض
ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია
ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია
აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად, მან თქვა: რომ ერთმა კაცმა მოისმინა, რომ ერთი კაცი კითხულობდა: {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია} და მას იმეორებდა მთელი ღამე, როდესაც გათენდა, ის მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მას ამის შესახებ უამბო, და თითქოს ამ კაცს ეცოტავებოდა ეს სურა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია».
الترجمة
العربية Bahasa Indonesia Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া English ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
აბუ საიდ ალ-ხუდრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ახსენა ერთი კაცი, რომელმაც მოისმინა სხვა კაცისგან, რომ ის კითხულობდა {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია /ყულ ჰუვა ალლაჰუ ა'ჰად} და ამ სურას იმეორებდა მთელი ღამე და მას არაფერს ამატებდა, როდესაც გათენდა ეს პიროვნება მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ამის შესახებ უამბო, შეკითხვის მქონე ადამიანს, ვინც შუამავალთან მივიდა თითქოს ეცოტავებოდა მხოლოდ ამ სურის კითხვა, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) თქვა: მისი სიტყვების გასამყარებლად და დაიფიცა: ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სიცოცხლე, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია.فوائد الحديث
ჰადისი მიუთითებს სურა „ალ-იხლასის“ ღირსებაზე და იმაზე, რომ იგი ტოლფასია ყურანის ერთი მესამედის.
ღამის ლოცვებზე მოკლე აითების კითხვა და მათი გამეორების ნებადართულობა, ეს მცირედ არ უნდა იქნეს მიჩნეული.
ალ-მააზირიმ თქვა: «ამის მნიშვნელობაა: ყურანის სამი სახე არსებობს; ამბები, დებულებები და უზენაესი ალლაჰის თვისებები, {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია} ეს სურა გამორჩეულია - ალლაჰის თვისებებით - ამიტომ, ის ყურანის მესამედის ტოლფასია, ის ნახსენები სამი ნაწილიდან ერთ-ერთი ნაწილია, ასევე ითქვა: რომ ამის მნიშვნელობაა: რომ მისი წაკითხვის მადლი მრავლდება და უდრის ყურანის მესამედის წაკითხვის მადლს გამრავლების გარეშე».
التصنيفات
სურებისა და აიათების მადლი