მე ვხედავდი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ ესალმებოდა მარჯვნივ და მარცხვნივ, ისე რომ მე…

მე ვხედავდი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ ესალმებოდა მარჯვნივ და მარცხვნივ, ისე რომ მე მის ლოყის სითეთრეს ვხედავდი

სა'დისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მე ვხედავდი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ ესალმებოდა მარჯვნივ და მარცხვნივ, ისე რომ მე მის ლოყის სითეთრეს ვხედავდი.

الشرح

სა'ად ბინ აბუ ვაყასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყა, რომ ის ხედავდა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოყის სითეთრეს, როცა ის ძლიერად ტრიალდებოდა მარჯვნივ პირველი სალამის დროს და მარცხნივ — მეორე სალამის დროს.

فوائد الحديث

დასაშვებია მისალმების დროს ძლიერად შეტრიალება მარჯვნივ და შემდეგ მარცხნივ.

დადგენილია მისალმება მარჯვნივ და მარცხნივ.

ან'ნავავიმ თქვა: «თუ ადამიანი ორივე სალამს იტყვის მარჯვნივ, ან მარცხნივ, ან პირდაპირ წინ, ან პირველ სალამს მარცხნივ და მეორეს მარჯვნივ, მისი ნამაზი მაინც სწორად ჩაითვლება და ორივე სალამი შესრულებულად ჩაეთვლება. თუმცა ის დაკარგავს ამ მოქმედების სრულყოფილი ფორმის ამაღლებულ ღირსებას».

التصنيفات

ლოცვის სუნნათები, ლოცვის ფორმა