ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს,…

ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'უმარისგან და აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), რომ მათ გაიგონეს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმბარზე ამაღლებული ამბობდა: «ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა - როცა ის მინბარზე იმყოფებოდა - პარასკევის ლოცვის გაცდენისგან და მასზე არ დასწრებისგან საპატიო მიზეზის გარეშე, უგულისყუროდ და სიზარმაცით, წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰი დალუქავს მათ გულებს, გადააფარებს გულებს და დაადგენს მათში ფარდას, რომელიც შემდგომ ხელს შეუშლის მათ ჭეშმარიტებაზე მიყოლაში, შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან უგულისყუროთაგანი სიკეთისკენ მიმავალ მიზეზებისადმი, მათი სულები შორს იქნება ღვთისმსახურებისგან.

فوائد الحديث

პარასკევის ლოცვის გაცდენის სასტიკი გაფრთხილება, რადგან ეს მძიმე ცოდვებს მიეკუთვნება.

ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში მოცემულია, რომ პარასკევის ლოცვა არის ყველასთვის სავალდებულო». (ფარდ 'აინ).

ხუტბას შესასრულებლად მინბარის (ამაღლებული ადგილის) მოწყობა ნებადართულია.

ას-სინდიმ თქვა: «ამის მნიშვნელობაა, რომ ორიდან ერთი მდგომარეობა გარდაუვალი იყო ან მიატოვებდნენ პარასკევის ლოცვის გაცდენას, ან კი უზენაესი ალლაჰი დალუქავდა მათ გულებს, თუ გააგრძელებდა ადამიანი პარასკევის ლოცვის გაცდენას, მას მოედებოდა გულზე ჟანგი და მისი სული აღარ იგრძნობდა ღვთისმსახურების აუცილებლობას».

მქადაგებელმა და დამრიგებელმა თავი უნდა შეიკავოს კონკრეტული პირების დასახელებისგან, როდესაც სურს დარიგება გაუწიოს მათ, რადგან ეს მეტად უწყობს ხელს რჩევის მიღებასა და დარიგების შესრულებას.

التصنيفات

Virtue of Friday