არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა…

არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად

მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად». უმმ სალამამ გააგრძელა: "როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვთქვი: ‘ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო, ვინც ჰიჯრა გააკეთა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!’ მაგრამ მაინც წარმოვთქვი ეს დუა, და ალლაჰმა მიბოძა მის ნაცვლად ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)".

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მორწმუნეთა დედა უმმ სალამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიხსენა, რომ მან გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ ამბობდა: არ არის არცერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვევა რაიმე უბედურება, და იგი იტყვის იმას, რაც მისთვის მოსაწონად დაადგინა ალლაჰმა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად მას მივუბრუნდებით} [ალ-ბაყარა: 156], (ჩემო ღმერთო მომეცი მე საზღაური) მომეცი მე ამ მოთმინებისთვის საზღაური, (ჩემს უბედურებაში),და შემიცვალე, (და შემიცვალე მე) სიკეთით, (მასზე უკეთესით); აუცილებლად ალლაჰის მას შეუცვლის მასზე უკეთესით. მან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვიფიქრე: ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო იმ სახლებიდან, რომლებმაც ჰიჯრა მოახდინეს ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). შემდეგ ალლაჰი დამეხმარა, და მე წარმოვთქვი ეს დუა. ალლაჰმა კი აბუ სალამა შემიცვალა ალლაჰის მოციქულით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც აბუ სალამაზე უკეთესია.

فوائد الحديث

ბრძანება შფოთვის თავიდან აცილებისა და მოთმინების გამოჩენისკენ უბედურების ჟამს.

განსაცდელის ჟამს ალლაჰზე მიმართვა ვედრებით, რადგან მას შეუძლია მისი შეცვლა.

აუცილებელია მორწმუნე დაემორჩილოს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას, თუნდაც მისთვის გაუგებარი იყოს ამ ბრძანების სიბრძნე.

ყოველი სიკეთე იმაშია, რომ მორწმუნე მიჰყვებოდეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითითებებს.

التصنيفات

შუამავლის ოჯახის უპირატესობა, გულის საქმეები