إعدادات العرض
ბოლო ჟამს გამოჩნდება ხალხი - ახალგაზრდები ასაკით და გონებით შეზღუდულნი, ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზ სიტყვებს,…
ბოლო ჟამს გამოჩნდება ხალხი - ახალგაზრდები ასაკით და გონებით შეზღუდულნი, ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზ სიტყვებს, რაც კი ქმნილებებს უთქვამთ, მაგრამ მათი რწმენა არ გასცდება ყელს. ისინი ისლამიდან ისე სწრაფად გამოვლენ, როგორც ისარი მიისწრაფის სამიზნისკენ
გადმოცემულია ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «როდესაც გიამბობთ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) შესახებ, ჩემთვის უფრო მარტივია გადმოგდებული ვიქნე ზეციდან, ვიდრე მის შესახებ ტყუილი გითხრათ, ხოლო როცა გესაუბერებით რაც არის ჩემსა და თქვენს შორის, ჭეშმარიტად ბრძოლა არის ხრიკი, მოვისმინე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ბოლო ჟამს გამოჩნდება ხალხი - ახალგაზრდები ასაკით და გონებით შეზღუდულნი, ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზ სიტყვებს, რაც კი ქმნილებებს უთქვამთ, მაგრამ მათი რწმენა არ გასცდება ყელს. ისინი ისლამიდან ისე სწრაფად გამოვლენ, როგორც ისარი მიისწრაფის სამიზნისკენ. სადაც არ უნდა შეხვდეთ მათ — მოკალით ისინი, რადგან მათი მოკვლა მოუტანს ჯილდოს იმას, ვინც ამას შეასრულებს, აღდგომის დღეს».
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili অসমীয়া English ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
მორწმუნეთა მმართველმა ალი იბნ აბუ ტალიბმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: თუ გაიგებთ, რომ მე გადმოგცემთ ჰადისს მოციქულისგან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას), იცოდეთ, რომ მე არ ვსარგებლობ ევფემიზმებით, არ ვსაუბრობ ორაზროვნად და არ ვფარავ მნიშვნელობას — მე პირდაპირ ვლაპარაკობ. ჩემთვის უფრო ადვილია ციდან ჩამოვვარდე, ვიდრე მოვიტყუო ალლაჰის მოციქულზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას). რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ჩემსა და ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება, ამ შემთხვევაში ომი — ეს არის მოტყუება. შემიძლია ვისარგებლო მინიშნებებით, სახვითი გამონათქვამებით ან გადატანითი მნიშვნელობით. მე მესმოდა, როგორ ამბობდა მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): ბოლო ჟამს იქნებიან ახალგაზრდა ხალხი, გამოუცდელი გონებით, ისინი ისაუბრებებ ყურანს და ხშირად იკითხავენ მას, ისინი გავლენ ისლამიდან და გასცდებიან მის საზღვრებს, როგორც ნასროლი ისარი ნადირიდან, მათი რწმენა = მათ ყელს არ გადასცდება, სადაც არ უნდა შეხვდეთ მათ, მოკალით ისინი, მათი მოკვლა მადლია, ვინც მათ მოკლავს მიიღებს მადლს განკითხვის დღეს.فوائد الحديث
ხარიჯიტების თვისებებიდან ზოგიერთის განმარტება.
ამ ჰადისში არის შუამავლობის ნიშანი, რადგან ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა მომავალი მოვლენების შესახებ, რაც მის უმმეთში მოხდებოდა, და ისინი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან აცნობა.
ომის დროს თავრია და თა'რიდი (ორაზროვანი სიტყვები)ნებადართულია, ომში მოტყუება რაიმეს დამალვით და მახის დაგებით ხდება, ეს არ ეხება ზავსა და მშვიდობას, რადგან მასზე პირდაპირი აკრძალვაა გადმოცემული.
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «(ისაუბრებენ ძალიან კარგი სიტყვებით) ნიშნავს რომ: ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზს იმ სიტყვებიდან, რაც კი ქმნილებებს უთქვამთ“, განმარტა:"ეს ნიშნავს, რომ გარეგნულად მათი სიტყვები კეთილსინდისიერად გამოიყურება — მაგალითად, მათი მოწოდება: "არ არსებობს ძალაუფლება, გარდა ალლაჰისა" და სხვა მსგავსი გამონათქვამები, რითაც ისინი თითქოს მოუწოდებენ ყოვლისმპყრობელი ალლაჰის წიგნისკენ".
იბნ ჰაჯარმა თქვა: «(მათი რწმენა მათ ყელს არ გადასცდება) ამ სიტყვების მნიშვნელობა არის ის, რომ: რწმენა არ განმტკიცდება მათ გულებში; რადგან ის მათ ყელშია გაჩხერილი არ გადასცდენიათ და არ მიღწეულა მათ გულებამდე».
ალ-ყადიმ თქვა: «სწავლულები ერთიანად თანხმდებიან, რომ ხარიჯიტები და მათი მსგავსი საზოგადოება, ზღვარგადასულები და სიახლის მიმდევრები, როცა გამოვლენ მმართველი იმამის წიააღმდეგ, შეეწინააღმდეგებიან საზოგადოებას, აუცილებელია მათთან ბრძოლას გაფრთხილების შემდეგ, და მას შემდეგ რაც შეგონებულნი იქნებიან».