إعدادات العرض
ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს…
ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს გაპარსვა არანეკლებ ორმოც დღეში ერთხელ
ანას ბინ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს გაპარსვა არანეკლებ ორმოც დღეში ერთხელ».
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili English অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაზღვრა დრო მამაკაცთათვის ულვაშების დამოკლებაში, ფეხის და ხელის ფრჩხილების დაჭრაში, იღლიის გაპარსვაში, და ინტიმური ადგილების გაპარსვაში, რომ ამ ადგილების დატოვება ორმოც დღეზე მეტხანს არ შეიძლება.فوائد الحديث
აშ-შავქანიმ თქვა: «უმჯობესია მისი განსაზღვრა მოხდეს ორმოცი დღით ისე, როგორც განსაზღვრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას). მიუღებელია გადაჭარბება, ის არ ჩაითვლება სუნნას საწინააღმდეგო ქმედებად ვინც დატოვებს ულავაშის დამოკლებას ან სხვა რაიმე მისი გაზრდის შემდეგ განსაზღვლულ დრომდე».
იბნ ჰუბაირამ თქვა: «ამ ჰადისში არის მოცემული დაგვიანების ბოლო დრო, ხოლო ამ ყველაფრის მოწესრიგება ამ დროის გასვლამდე უფრო უმჯობესია».
ისლამი უფრთხილდება სისუფთავეს, გაწმენდას და მოწესრიგებას.
ულვაშის დამოკლება ხდება წვერის გარკვეული ნაწილის აღებით ზედა ტუჩიდან.
იღლიის მოწესრიგება ხდება იღლიაში გაზრდილი თმების მოშორებით. ეს არის ადგილი, რომელიც არის მხრის დაბლა იღლიაში.
ინტიმურ ადგილებში თმების გაპარსვა, ეს არის უხეში თმა, რომელიც მამაკაცის ან ქალის ბოქვენის გარშემო ეზრდება.
التصنيفات
საღი აზროვნების კანონები