إعدادات العرض
არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით
არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით
სალმანმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: «მრავალღმერთიანებმა გვითხრეს: "ვხედავ, რომ თქვენი მეგობარი თქვენ გასწავლით ყველაფერს, იმასაც კი თუ როგორ გახვიდეთ კუჭში", ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, მან ჩვენ აგვიკრძალა, რომ გავიწმინდოთ მარჯვენა ხელით, მივემართოთ ყიბლას მიმართულებით, და მან ასევე აგვიკრძალა ხმელი ნაკელის და ძვლების გამოყენება (ჩასაბანად)". და თქვა: «არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Tiếng Việt Magyar සිංහල Kiswahili Românăالشرح
სალმან ალ-ფაარსიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მრავალღმერთიანები დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ: თქვენი მოციქული ყველაფერს გასწავლით, იქამდეც კი, თ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ბუნებრივი მოთხოვნილებები, იქნება ეს შარდი თუ განავალი! სალმან ალ-ფარისიმ უპასუხა: დიახ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა, როგორ უნდა მოვიხადოთ ბუნებრივი მოთხოვნილებები. მათ შორის, მან აგვიკრძალა მარჯვენა ხელით გაწმენდა, რათა ხელი დაცული ყოფილიყო სიბინძურისგან და პატივსაცემი დარჩენილიყო. მან აგვიკრძალა ქააბას მიმართულებით შარდვა ან განავალზე გასვლა. აგრეთვე, აგვიკრძალა ცხოველთა ხმელი ფუნისა და ძვლების გამოყენება გასუფთავებისთვის. და მან ბრძანა, რომ გასუფთავებისას არ უნდა დავკმაყოფილდეთ სამ ქვაზე ნაკლებით.فوائد الحديث
ისლამური შარიათის სრულყოფილებისა და ყოვლისმომცველობის განმარტება ყველა იმ საკითხში, რაც ადამიანებს სჭირდებათ.
საპირფარეშოს შემდეგ გასუფთავების ზოგიერთი ეთიკის ნორმის განმარტება.
ქააბას მიმართულებით შარდვისა და განავალზე გასვლის აკრძალვა, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებიდან გამომდინარე: მან აგვიკრძალა, ანუ ის აკრძალულია.
მარჯვენა ხელით გასუფთავების აკრძალვა წყლით ან ქვით– მის პატივისცემად.
მარჯვენა ხელის უპირატესობა მარცხენაზე, რადგან მარცხენა ხელი გამოიყენება უწმინდურობისა და სიბინძურის მოსაშორებლად, ხოლო მარჯვენა – დანარჩენი საქმეებისთვის.
სიბინძურის მოცილების ვალდებულება წყლით ან ქვებით, იქნება იგი მცირე რაოდენობით თუ დიდი.
აკრძალვა სამ ქვაზე ნაკლების გამოყენებისას ქვით გაქმენდისას, რადგან სამ ქვაზე ნაკლები, როგორც წესი, არ უზრუნველყოფს სრულ გასუფთავებას.
ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს განწმენდისა და სისუფთავის მიღწევას, საკმარისია. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაკუთრებულად ახსენა ქვები, რადგან ისინი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო, და როდესაც რაღაც არის ყველაზე გავრცელებული, მას არ აქვს შემზღუდავი მნიშვნელობა.
სასურველია გასუფთავების დასრულება კენტი რიცხვით. თუ სისუფთავე მიღწეულია ოთხი ქვით, უმჯობესია მეხუთის დამატება და ასე შემდეგ, რადგან შუამავალმა ბრძანა: ვინც ქვითგაწმენდვას აკეთებს, კენტი რიცხვით დაასრულოს.
აკრძალულია ნარჩენით წმენდა, რადგან იგი: ან არის დაბინძურებული, ან იმიტომ, რომ ეს არის ჯინების საკვები.
აკრძალულია ძვლით წმენდა, რადგან იგი ან არის დაბინძურებული, ან იმიტომ, რომ ეს არის თავად ჯინების საკვები.
التصنيفات
მოთხოვნილების შესრულების ეთიკა