აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ

აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ

გადმოცემულია მუავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მუეზინები, რომლებიც მოუხმობენ ხალხს ლოცვისკენ, განკითხვის დღეს ყველაზე მაღლები იქნებიან ხალხთა შორის, მათი ძვირფასი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი სიკეთის და დიდი საზღაურის გამო.

فوائد الحديث

აზანის მადლი და მისი წაკითხვის წახალისება.

მუეზინების პატივი და განკითხვის დღეს მათი მაღალი საფეხურის განმარტება.