إعدادات العرض
რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო…
რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português Tiếng Việt Kiswahili Nederlands অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ისინი, რომლებიც ლოცვის დროს მზერას მიაპყრობენ ზეცისკენ, ვედრების დროს ან სხვა. შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა გაფრთხილება და მკაცრად შეაგონა, რომ ასეთ ქმედებას შეიძლება მხედველობის დაკარგვა მოჰყვეს. ის გამოხატავდა შიშს, რომ მათ თვალთახედვა შეიძლება მოულოდნელად წაერთვათ ისე, რომ ვერც კი შენიშნონ, როგორ დაკარგეს ეს ალლაჰის ნი‘მა (წყალობა) – მხედველობის უნარი.فوائد الحديث
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი მოწოდება ჭეშმარიტების განმარტებისთვის, რადგან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გამოუაშკარავებია ის, ვინც ასე იქცეოდა; რადგან ამ ყველაფრის მიზანი ჭეშმარიტების ახსნა იყო და ეს მან მოახერხა; რადგან ამ ყველაფერში არის ცოდვილის დაფარვა და უფრო მეტი ალბათობა, რომ მან მიიღოს მოწოდება.
ძლიერი აკრძალვა და მკაცრი სასჯელი არის მასზე, ვინც ზეცისკენ იყურება ლოცვის დროს.
"'ავნ ალ-მა'ბუდ"-ში ნათქვამია: «ამ აკრძალვის სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ვინც მიაპყრობს ზეცისკენ თვალებს გამოვა ყიბლას მიმართულებისგან და ფაქტიურად ყიბლას შეაქცევს სახეს და ასევე დაკარგავს ლოცვის ფორმას».
ლოცვის დროს მზერის მაღლა მიპყრობა სულიერ სიმშვიდეს არღვევს.
ლოცვას ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან აუცილებელია მლოცველი მასზე იყოს სრულყოფილი ზნეობით შემკობილი დიდებული და უზენაესი ალლაჰის წინაშე.
التصنيفات
მლოცველის შეცდომები