إعدادات العرض
წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის
წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: «ერთხელ აბუ სუფიანის მეუღლე, უთაიბას ქალიშვილი ჰინდი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო, აბუ სუფიანი ძუნწი კაცია, მე და ჩემ შვილებს საკმარის თანხას არ გვაძლევს, რომ ჩვენთვის საკმარისი იყოს. გარდა იმისა, რომ მე მისი ქონებიდან ვიღებ მისი ცოდნის გარეშე, ამის გამო მე მექნება ცოდვა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português മലയാളം Kurdî Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Românăالشرح
უთბას ქალიშვილმა ჰინდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამვალს (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სთხოვა ფათვა თავისი ქმრის აბუ სუფიანის შესახებ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ის არის ძალიან ძუნწი პიროვნება ძალიან უფრთხილდება მის ქონებას, და არ აძლევდა მას და მის შვილებს თანხას, რომელიც მათთვის საკმარისი იქნებოდა, ის (ჰინდი) მისი (აბუ სუფიანის) ქონებიდან ჩუმად იღებდა მისი ცოდნის გარეშე, და ამის გამო მას ცოდვა ეთვლებოდა თუ არა? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: აიღე შენთვის და შვილებისთვის მისი ქონებიდან იმ რაოდენობის თანხა, რომელიც ზოგადად ცნობილია, რომ საკმარისი იქნება თქვენთვის, თუნდაც მისი ცოდნის გარეშე.فوائد الحديث
ცოლისა და შვილების ფინანსური უზრუნველყოფა სავალდებულოა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «მის სიტყვებში იგულისხმება: ''წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება'' , მისი მდგომარეობა ტრადიციების მიხედვით, ამას შარიათული საზღვრები არ გააჩნია».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისზე დაყრდნობით ხდება არგუმენტირება, რომ ნებადართულია ადამიანის მოუწონარ საქციელზე საუბარი ფათვას აღებისას, საჩივარის შემთხვევაში ან მსგავსი. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ზურგსუკან საუბარი ნებადართულია».
ალ-ყურტუბიმ თქვა: «ჰინდის განზრახვა არ ყოფილა, რომ აბუ სუფიანი დაეხასიათებინა ყველა მდგომარეობაში ძუნწ პიროვნებად, არამედ მან აღწერა მისი მდგომარეობა მასთან, რომ აბუ სუფიანი მისი და მისი შვილების წინაშე იჩენდა სიძუნწეს, ეს კი აბსოლუტურ სიძუნწეს არ განაპირობებს, რადგან არსებობენ მრავალი მმართველები, რომლებიც მსგავსად იქცევიან თავიანთი ოჯახების მიმართ, მაგრამ უცხო პიროვნებებს ახარჯავენ ბევრს დაახლოების მიზნით».
التصنيفات
ხარჯები