თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ…

თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე

ალ-ჰასან ალ ბასრიმ თქვა: «ჩვენ გადმოგვცა ჯუნდაბ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ მეჩეთში, და მას შემდეგ, რაც ეს გვიამბო, არ დაგვვიწყებია. ჩვენ არ გვეშინია, რომ ჯუნდაბმა ცილი დასწამა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ჩვენამდე ერთ კაცს ჭრილობა მიადგა, მან ვერ მოითმინა ტკივილი და მოთმინება დაკარგა, აიღო დანა, ხელი გადაიჭრა და სიკვდილი დააჩქარა. სისხლდენა არ შეწყდა, სანამ არ მოკვდა, ალლაჰმა უზენაესმა თქვა: ჩემმა მონამ საკუთარ სიცოცხლეს თვითონვე დაუსვა წერტილი. ამიტომ, მე მას სამოთხე ავუკრძალე.

فوائد الحديث

მოთმინების მაღალი ღირსება განსაცდელის დროს, და ტკივილისგან მოთქმისგან თავის შეკავება, რათა ამან უფრო მძიმე შედეგამდე არ მიგვიყვანოს.

წინა ხალხების შესახებ კეთილისა და დარიგების შემცველი ამბების გადმოცემა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს ჰადისი გვასწავლის, რომ უნდა დავიცვათ ალლაჰის უფლებები და დავუფიქრდეთ მის წყალობას თავის ქმნილებებზე, მან აუკრძალა მათ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, რადგან სიცოცხლე ალლაჰის საკუთრებაა».

აკრძალულია ყოველივე, რაც სიცოცხლის მოსპობას იწვევს, და ამასთან ძალიან მძიმე გაფრთხილებაა ამის წინააღმდეგ.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან ხელი გადაიჭრა სიკვდილის მიზნისთვის და არა სამკურნალოდ, რაც, როგორც წესი, სარგებლის მოტანას ითვალისწინებს».

التصنيفات

ცოდვის დაგმობა