إعدادات العرض
ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე
ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල دری অসমীয়া ไทย Tiếng Việt አማርኛ Svenska Yorùbá Кыргызча ગુજરાતી नेपाली Română മലയാളം Oromoo తెలుగు پښتو Soomaali Kinyarwanda Malagasy ಕನ್ನಡ Српски Moore Čeština Magyar Українська Македонски Lietuvių Azərbaycanالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, მისი გამორჩეული თვისებებიდანაა: ალლაჰმა ამ დღეს შექმნა ადამი (ღმერთის მშვიდობა მას), ამ დღეს შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღე გამოიყვანა იქიდან და ჩამოიყვანა დედამიწაზე. განკითხვის დღის საათი დადგება მხოლოდ პარასკევის დღეს.فوائد الحديث
პარასკევის დღის უპირატესობა კვირის სხვა დღეებზე.
პარასკევის დღეს კეთილი საქმეების შესრულების წახალისება, ალლაჰის წყალობის მიღებისათვის მზადყოფნა და მისი სასჯელის თავიდან აცილება.
ეს პარასკევის დღისთვის ხსენებული თვისებები ჰადისში, ზოგი მიიჩნევს, რომ არაა უპირატესობა, რადგან ადამის გამოყვანა და განკითხვის დღის დადგომა უპირატესობად არ ითვლება. თუმცა, ზოგის აზრით, ეს ყველა უპირატესობაა, რადგან ადამის გამოყვანა გახდა წინასწარმეტყველებისა და მარლთმორწმუნეთა შთამომავლობის მიზეზი, ხოლო განკითხვის დღე მორწმუნეთათვის ალლაჰის მიერ მომზადებული ღირსებების სწრაფად მიღწევის მიზეზია.
პარასკევის დღისთვის მოხსენიებულია სხვა თვისებები, მათ შორისაა: ამ დღეს ალლაჰმა ადამის მონანიება მიიღო, ამ დღეს ის გარდაიცვალა და ამ დღეს არის საათი, რომელშიც მორწმუნის ვედრება, რომელითაც ის ალლაჰს მიმართავს, ალლაჰი პასუხობს მას.
წლის საუკეთესო დღე არის არაფას დღე, ზოგი ამბობს: მსხვერლპშეწირვის დღეაო საუკეთესო, კვირის საუკეთესო დღე არის პარასკევი, ხოლო საუკეთესო ღამე არის ყადრის ღამე.