إعدادات العرض
ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს
ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს
ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Kurdî தமிழ் Magyar Kiswahili Română অসমীয়াالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიოშია, ალლაჰის კეთილგანწყობაში, მის წყალობასა და სამოთხეში, რადგან ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, ხოლო საიქიო ცხოვრება მარადიული და სამუდამო, შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დუა გააკეთა ანსარებისთვის, რომლებმაც თავიანთ მიწაზე შეიფარეს მოციქული და მუჰაჯირები, მხარი დაუჭირეს მათ და თავიანთი ქონება გაუყვეს, ასევე მუჰაჯირებისთვის, რომლებმაც ალლაჰის წყალობის და მის კეთილგანწყობის საძიებლად დატოვეს თავიანთი სახლები და ქონება.فوائد الحديث
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ასკეტიზმი ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ და მისი სრულყოფილი მიმართვა საიქიოსკენ.
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდება თავისი უმმის წევრებისადმი, რომ არ მიეჯაჭვონ ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას.
მუჰაჯირებისა და ანსარების მაღალი ღირსების გამოხატულება, რადგან მათ დაიმსახურეს ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება მათთვის მიტევებისა და წყალობის თხოვნით.
მონამ არ უნდა გაიხაროს იმით, რასაც ამქვეყნიდან იღებს, რადგან ის სწრაფად ქრება და სირთულეებითაა სავსე. ნამდვილი დასვენებისა და დარჩენის ადგილი მხოლოდ საიქიოა.