როდესაც რამადანის ბოლო დეკადა დგებოდა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს თაყვანისცემას…

როდესაც რამადანის ბოლო დეკადა დგებოდა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს თაყვანისცემას უძღვნიდა, აღვიძებდა თავის ოჯახს [დამატებითი ლოცვებისთვის], კიდევ უფრო მეტად იღვწოდა თაყვანისცემაში და იკრავდა იზარს [გაურბოდა სიახლოვეს ცოლებთან]

გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც რამადანის ბოლო დეკადა დგებოდა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს თაყვანისცემას უძღვნიდა, აღვიძებდა თავის ოჯახს [დამატებითი ლოცვებისთვის], კიდევ უფრო მეტად იღვწოდა თაყვანისცემაში და იკრავდა იზარს [გაურბოდა სიახლოვეს ცოლებთან]».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

როდესაც რამადანის ბოლო ათი დღე დადგებოდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს სრულიად ღვთისმსახურებაში ატარებდა, ის დაკავებული იყო სხვადასხვა ღვთისმსახურებებით, აღვიძებდა თავის ოჯახის წევრებს ლოცვისთვის, ის ამ დროს ჩვევლებრივთან შედარებით უფრო მეტ დროს უთმობდა ღვთისმსახურებას, განმარტოვდებოდა ღვთისმსახურებისთვის და წყვეტდა ცოლებთან ურთიერთობას.

فوائد الحديث

წახალისება, რომ სრულად გამოვიყენოთ კურთხეული დროის პერიოდები კეთილი საქმეებით.

ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში: სასურველია, რომ რამადანის ბოლო ათი დღის განმავლობაში უფრო მეტი დრო დაეთმოს ღვთისმსახურებას, და ასევე სასურველია ღამეების ღვთისმსახურებაში გატარება».

აუცილებელია მორწმუნემ ყურადღება მიაქციოს თავის ოჯახს, მათ საქმეებს და მათ ღვთისმსახურებას, და მომთმენი იყოს მათ მიმართ.

კეთილი საქმეების შესრულება მოითხოვს სიმტკიცეს, მოთმინებას და შეუპოვრობას.

ან-ნავავიმ თქვა: «სწავლულებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა სიტყვასთან დაკავშირებით (შეიკრა სარტყელი), ითქვა რომ: ეს ნიშნავს უფრო მეტად გარჯა ღვთისმსახურებებში, იმაზე მეტად ვიდრე ზოგადად წესი იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სხვა დროებში, ასევე ნიშნავს: ღვთისმსახურებისთვის მომზადებას, ნათქვამია: ამ საქმის გამო სარტყელი შევიკარი, ანუ: მოვემზადე და განვცალკევდი მისთვის, ასევე ითქვა: რომ ეს ნიშნავს ქალებიდან განშორებას ღვთისმსახურების შესასრულებლად».

التصنيفات

რამადანის ბოლო ათი დღე