إعدادات العرض
ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან
ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან
გადმოცემულია ყუტბა იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Tiếng Việt Magyar Kiswahili සිංහල Românăالشرح
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებიდან იყო: შენ შეგევედრები და შენთან ვეძებ დაცვას, და არა ვინმე სხვასთან, იმ დამღუპველი ზნე-ჩვეულებებისგან, რომლებიც ალლაჰმა და მის მოციქულმა აკრძალა, როგორიცაა ბოროტება, შური და ამპარტავნება, ასევე, დამღუპველი ქმედებებისგან, როგორიცაა გინება და ლანძღვა. და ყველა იმ ვნებისგან, რომელსაც ვნება ისწრაფვის, მაგრამ რომელიც ეწინააღმდეგება შარიათს.فوائد الحديث
ამ ვედრების სიკეთე და მისი სასურველობა.
მორწმუნე ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს დამგმობი ზნე-ჩვეულებებისა და დაუშვებელი ქმედებებისგან. ასევე, იგი უფრთხილდება ვნებებს და სასურველ სიამოვნებებში ჩავარდნას.
ზნეობის, საქმეებისა და სურვილების დაყოფა სასურველ და დაგმობილ ქმედებებად.
التصنيفات
გამორჩეული ვედრებები