إعدادات العرض
დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია
დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია».
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Русский हिन्दी 中文 Bahasa Indonesia اردو Kurdî Português دری Македонски Tiếng Việt Magyar বাংলাالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ზოგადად დადებული პირობის გამოსასყიდი, რომელიც არ იყო განსაზღვრული არაფერი: მისი გამოსასყიდი ფიცის გამოსასყიდია.فوائد الحديث
ან-ნაზრ (შეფიცვა): შარიათულად ნიშნავს: ზრდასრული პიროვნების მიერ საკუთარი თავის დავალდებულება რაიმეთი უზენაესი ალლაჰის გულისთვის.
დაფიცებულის გამოსასყიდი: ათი უპოვარის დაპურება ან მათი ტანსაცმლით შემოსვა ან ერთი მონის გათავისუფლება, ამ ყველაფრიდან ერთსაც თუ ვერ შეძლებს, მაშინ სამი დღის მარხვა.
ქაფფარის (გამოსყიდვის) დანიშნულების სიბრძნე ისაა, რომ მუსლიმმა პატივი სცეს ნაზრს (ფიცს), მას არ დაუბრუნდეს (არ დაარღვიოს იგი) და რომ ეს არ იყოს მის ენაზე მუდმივად.
შეფიცვის სახეობები: 1- ზოგადი შეფიცვა: როგორიცაა სიტყვები: (მე ვფიცავ ალლაჰს, თუ გამოვჯანმრთელდები) ამის შემდეგ გაჩუმდა და კონკრეტული რამე არ დაუფიცია, თუ ის გამოჯანმრთელდა მას აქვს დაფიცების გამოსასყიდი. 2- აღელვების და გაბრაზების დროს შეფიცვა: ეს არის როდესაც შეფიცებას რაიმე პირობას დაუდებს: როცა გულისხმობს რაიმე ქმედების აკრძალვას ან რაიმე ქმედების შესრულებას, როგორიცაა სიტყვები: (მე თუ შენ დაგელაპარაკე, მაშინ ერთი თვე ვიმარხებ), ამის დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან შეასრულოს ის, რა პირობაც დადო ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი თუ დაილაპარაკა. 3 - ნებადართული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე უნდა ჩავიცვა ტანსაცმელი), მისი დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან ჩაიცვას ტანისამოსი ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი. 4 - მოუწონარი შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე გავშორდები ცოლს), მისი დადგენილებაა: სუნნაა მისთვის, რომ გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი და არ შეასრულოს ის რაც დაიფიცა, და თუ მაინც შეასრულა, მაშინ მას აღარ ევალდებულება გამოსასყიდი. 5 - აკრძალული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მოვიპარავ), მისი დადგენილებაა: მისი შესრულება აკრძალულია და მან უნდა გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი, და თუ მაინც შეასრულა, მას დაედება ცოდვა და აღარ ეკუთვნის გამოსასყიდი. 6 - მორჩილების შეფიცვა: მაგალითად: (ვციცავ ალლაჰს, რომ ვილოცებ) , მისი განზრახვაა ალლაჰთან სიახლოვე, თუ ის რაიმე პირობას დადებს, მაგალითად, ავადმყოფის გამოჯამრთელებას, მაშინ მისი შესრულება სავალდებულო გახდება თუ ეს პირობა შესრულდება, და თუ რაიმე პირობა არ დაუდია, ზოგადად მისი შესრულება სავალდებულოა.
التصنيفات
ფიცი და აღთქმა