რომ მას ჰკითხეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის შესახებ

რომ მას ჰკითხეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის შესახებ

გადმოცემულია იბნ აბი მულაიქასგან: მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლთაგან ერთ-ერთისგან — თქვა აბუ 'ამირმა, ნააფი'იმ თქვა: "როგორც ჩანს, ეს იყო ჰაფსა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით)" — რომ მას ჰკითხეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის შესახებ. მან თქვა: "თქვენ ვერ შეძლებთ ამას". მას უთხრეს: "მოგვიყევი მის შესახებ". მაშინ მან წაიკითხა ნელა და მშვიდად. აბუ 'ამირმა თქვა, ნააფი'იმ გადმოსცა: "იბნ აბუ მულაიქამ გადმოგვცა: {ალჰამდულილლაჰი რაბბილ 'აალამიინ} [ალ-ფათიჰა: 2], შემდეგ გააკეთე შესვენება, შემდეგ წაიკითხა {არრაჰმანი რრაჰიიმ} [ალ-ფათიჰა: 1], შემდეგ ისევ შესვენება, შემდეგ წაიკითხა {მაალიქი იავმი დდიინ} [ალ-ფათიჰა: 3]".

الشرح

მორწმუნეთა დედას ჰაფსას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხეს: თუ როგორი იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის ფორმა? მან თქვა: უთუოდ, თქვენ არ შეგიძილათ მსგავსად კითხვა, მას უთხრეს: მოგვიყევი როგორ კითხულობდა ის. ნააფი'იმ თქვა: ინბ აბუ მულაიქამ ჩვენ წაგვიკითხა ნელა აუჩქარებლად; ის მათ უამბობს და განუმარტავს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხვის სტილს, მან წაიკითხა: {ალჰამდუ ლილლააჰი რაბბილ 'აალამიინ} შემდეგ შეჩერდა, {არრაჰმაანი რრაჰიიმ} შემდეგ შეჩერდა, {მაალიქი იავმი დდიინ}.

فوائد الحديث

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხვის მეთოდის განმარტება.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის მეთოდის განმარტების პრაქტიკული გამოყენება.

ყურანის ნელი და გაწონასწორებული კითხვა შარიათით დაკანონებულია, რადგან ეს უფრო მეტად უწყობს ხელს მის გააზრებასა და დაფიქრებას.

მართალი წინაპრების მნიშვნელოვნად დაინტერესება წმინდა ყურანით და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმედებებით.

ყურანის მეცნიერების და თაჯვიდის (ყურანის კითხვის წესები) ცოდნის მნიშვნელობა.

التصنيفات

თაჯვიდის მეცნიერება