إعدادات العرض
დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია
დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია, {მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}»
الشرح
დაფარულის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, არავინ იცის მის გარდა, გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ დაფარულის გასაღები და მისი საცავები ხუთია: პირველი: არავინ იცის როდის იქნება განკითხვის საათი, გარდა ალლაჰისა, ეს მიუთითებს იმქვეყნიურ საქმეებზე, მათგან პირველი წარღვნაა, როდესაც უახლოესის ცოდნა გამორიცხულია (სხვებისთვის) მას შემდეგ არსებულის ცოდნა არავისთანაა. მეორე: არავინ იცის როდის გაწვიმდება, გარდა ალლაჰისა, ეს მიუთითებს ზეციურ საქმეებზე, გამოკვეთილია წვიმა, მასთან ერთად რომ მას გააჩნია მიზეზები, რომელიც მიუთითებს მის წარმოქმნაზე, მაგრამ ზუსტი ცოდნის და დასტურის გარეშე. მესამე: ის, რაც საშვილოსნოშია — იქნება ეს მამაკაცი თუ ქალი, შავი თუ თეთრი, სრულყოფილი თუ ნაკლიანი, უბედური თუ ბედნიერი და მსგავსები. საშვილოსნოს ხსენება მოხდა იმიტომ, რომ უმეტესობა ადამიანებისა ამას ჩვეულების (გამოცდილების) მიხედვით განიკითხავს. მიუხედავად ამისა, ალლაჰმა უარყო ვინმეს შესაძლებლობა, რომ მისი რეალური არსი იცოდეს; ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მით უმეტეს — დანარჩენის ცოდნა. მეოთხე: ხვალ რა მოხდება, მხოლოდ ალლაჰმა უწყის. ამით აღნიშნულია დროის ყველა სახეობა და ის მოვლენები, რომლებიც მასში ხდება. გამოყენებულია სიტყვა „ხვალ“, რადგან იგი არის ყველაზე ახლო დრო. და თუ მისი სიახლოვის მიუხედავად შეუძლებელია იმის ზუსტი ცოდნა, რაც მასში მოხდება—ნიშნებისა და მინიშნებების არსებობის შემთხვევაში—მით უმეტეს შეუძლებელია იმის ცოდნა, რაც უფრო შორსაა. მეხუთე: არცერთმა სულმა არ უწყის თუ რომელ მიწაზე მოკვდება, ეს მიუთითებს მიწიერ საქმეებზე, ამავდროულად ზოგადად ყველა ადამიანი საკუთარ ქვეყანაში კვდება, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტება, პირიქით, თავის ქვეყანაშიც რომ მოკვდეს, მან არ იცის მიწის რომელ ნაკვეთში დაკრძალავენ, თუნდაც არსებობდეს მისი წინაპრების სასაფლაო, {ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!}, მოიცავს ყველა აშკარას, დაფარულს, მალულს, ღიას და საიდუმლოს, ეს აიათი აერთიანებს ყველა დაფარულის ფორმებს, მან გაანადგურა ყველა მცდარი მოწოდება (დაფარულის ცოდნის შესახებ).فوائد الحديث
დაფარული ცოდნის ხუთი ფორმა, რომელიც ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰის გარდა არავინ უწყის.
ას-სინდიმ თქვა: «(დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია) ზემოთ ხსენებულ ხუთს ეწოდა: დაფარული ცოდნის გასაღები; რადგან ვისაც ამ ხუთი რამის ცოდნა აქვს, მას ყველა დაფარულის ცოდნა გააჩნია, თითქოს ამ ხუთი რამით იხსნება დაფარულის ყველა მხარე».
იბნ ჰაჯარმა თქვა: იბნ აბუ ჯამრამ თქვა: «ტერმინი "გასაღებები" (მაფათიჰ) გამოყენებულია, რათა გაედვილებინათ აზრი მსმენელისთვის. რადგან ყველაფერი, რაც შენსა და მას შორის ფარდითაა დაფარული, შენთვის დაფარულია, და მის შეცნობას ჩვეულებრივად კარის გავლით აღწევენ. ხოლო თუ კარი დახურულია, საჭიროა გასაღები. მაშ, თუ ის, რის საშუალებითაც შესაძლებელია დაფარულზე წვდომა, თვითონვე უცნობია და მისი ადგილი განუსაზღვრელია, მაშინ როგორ შეიძლება დაფარულის ცოდნა?»
იბნ აბი ჯამრამ თქვა: «მისი ხუთ სახეობად დაყოფის სიბრძნე მიუთითებს, რომ დაფარულის სამყარო ამ ხუთ რამეშია მოქცეული».
შესაძლებელია, რომ უზენაესმა ალლაჰმა თავის შუამავლებს ზოგიერთი დაფარულის ცოდნა მისცეს, უზენაესიდან მომდინარე სიბრძნის გამო.
ასტროლოგთა და მკითხავთა ილუზიების განადგურება უხილავი სამყაროს შემეცნებაში, და მისი ვინც იჩემებს დაფარულის ცოდნას, რომლითაც ყოვლადუნაკლო ალლაჰი გამოირჩევა მხოლოდ თავის ცოდნით, ვინც ამტკიცებს დაფარულის ცოდნას, ის უარყოფს ალლაჰს, მის შუამავლას (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და წმინდა ყურანს.
