إعدادات العرض
არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და…
არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე».
الشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალის მეურვეებს, მათზე პასუხისმგებელ პირებს აუკრძალა, რომ ქალებს აუკრძალონ მეჩეთებში მისვლა, ხოლო ქალებს უბრძანა სახლიდან გამოსვლისას გამოვიდნენ სუნამოს და გაპრანჭვის გარეშე, რათა ეს არ იყოს მამაკაცებისთვის ცდუნების მიზეზი.فوائد الحديث
ქალისთვის ნებადართულია მეჩეთში ლოცვა იმ შემთხვევაში, თუ თავს დაცულად გრძნობს უკეთურებისგან, მაგრამ სახლიდან უნდა გავიდეს სუნამოს და გაპრანჭვის გარეშე.
ამ ჰადისიდან დასკვნაა გამოტანილი, რომ ქალი არ უნდა გავიდეს თავისი ქმრის სახლიდან მისი ნებართვის გარეშე, რადგან მიმართვა (ჰადისში) სწორედ ქმრებს ეხება — რომ მათ მისცენ ნებართვა (თავიანთ ცოლებს) სახლიდან გასვლაზე.
ისლამის ყურადღება ქალების მიმართ, არ არის მათთვის აკრძალული სახლიდან გასვლა, რომელიც მათთვის სარგებელს მოიტანს, მაგალითად ცოდნის მიღება და მსგავსი.
დადასტურება იმისა, რომ მამაკაცს აქვს მეურვეობა ქალზე და ვალდებულება, რომ ზრუნავდეს მასზე.
