إعدادات العرض
ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს
ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს
გადმოცემულია აბუ ჯა'დ ად-დამრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ის ერთ-ერთი საჰაბა იყო, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს».
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili অসমীয়া English ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა პარასკევის ლოცვის გაცდენისგან, რადგან ვინც სიზარმაცით და უყურადღებობის გამო სამჯერ პარასკევის ლოცვას მიატოვებს საპატიო მიზეზის გარეშე, ალლაჰი დალუქავს მის გულს და გადააფარებს ფარდას, რომელიც მის გულში სიკეთის მოხვედრას შეუშლის ხელს.فوائد الحديث
იბნ ალ-მუნზირმა გადმოგვცა მუსლიმთა ერთსულოვანი აზრი, რომ პარასკევის ლოცვა არის ინდივიდუალური სავალდებულო ლოცვა (ფარდ 'აინ).
გაფრთხილება, ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას ალლაჰი დალუქავს მის გულს.
ვინც გააცდენს პარასკევის ლოცვას საპატიო მიზეზით, ის ამ გაფრთხილებაში არ შედის.
აშ-შავქანიმ თქვა: «სიტყვები: (სამი პარასკევის ლოცვა) ამ სიტყვაში შესაძლებელია იგულისხმებოდეს ზოგადად გაცდენა, სულერთია ერთმანეთის მიყოლებით იქნება პარასკევის ლოცვა გაცდენილი თუ სხვადასხვა დროს. თუნდაც ადამიანმა ყოველ წელს ერთი პარასკევის ლოცვა გააცდინოს, უზენაესი ალლაჰი სამი გაცდენის შემდეგ დალუქავს მის გულს, ჰადისი აშკარად ამაზე მიუთითებს, ასევე შესაძლებელია, რომ აქ იგულისხმებოდეს ერთმანეთის მიყოლებით ზედიზედ გაცდენა».
التصنيفات
Virtue of Friday