إعدادات العرض
ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას…
ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა]
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili অসমীয়া English ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა თავის საჰაბებს და ურჩია მათ, რომ მუსლიმს ადამიანების შიშმა და მათგან მოსალოდნელმა საფრთხემ ხელი არ უნდა შეუშალოს იმაში, რომ თავი შეიკავოს თქვას სიმართლე, რომელიც ნახა ან გაიგონა.فوائد الحديث
მოწოდება ჭეშმარიტების გამოჩენისკენ და მისი არ დამალვა საზოგადოების შიშის გამო.
ჭეშმარიტების თქმა არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს დაცული ადაბი, სიტყვები შესაბამისი ფორმით უნდა იქნეს შერჩეული ბრძნულად და კარგი შეგონებით.
აუცილებელია მოუწონარის გაკიცხვა, უზენაესი ალლაჰის უფლება წინ უნდა იქნეს დაყენებული, ვიდრე ადამიანთა ინტერესები, მათი დაპირისპირების დროს.