إعدادات العرض
აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ
აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ
ანას იბნ მაალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Русский Tiếng Việt Magyar සිංහල Kiswahili Românăالشرح
ალლაჰის შიუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ აღსასრულის მოახლოებისა და ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის ნიშნებიდან არის ის, რომ ადამიანები დაიწყებენ ერთმანეთთან შეჯიბრებას თავიანთი მეჩეთების მორთულობაში, ან ისინი დაიწყებენ ამქვეყნიური საქმეებით ტრაბახს მეჩეთებში, რომლებიც აშენებულნი არიან მხოლოდ ალლაჰის ხსენებისთვის.فوائد الحديث
მეჩეთებით ტრაბახის (თაყვანისცემით ქედმაღლობის) აკრძალვა და მისი მიუღებლობა, რადგან ეს საქმე არ სრულდება ალლაჰისთვის.
მეჩეთების მორთვის, ფერებითა და საღებავებით გაფორმების, ორნამენტებისა და წარწერების აკრძალვა, რადგან ეს განაპირობებს მლოცველთა ყურადღების გაფანტვას ლოცვის დროს.
ას-სინდიმ თქვა: «ეს ჰადისი, თავისი არსით, უკვე რეალობაშიც დადასტურებულია, რაც მისი (ჭეშმარიტების) ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ის იმ ბრწყინვალე სასწაულთაგანია, რომლებიც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიენიჭა».
التصنيفات
მეჩეთის განჩინებები