საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი…

საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,

ჰაანი'ი უსმან იბნ აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებული მონა გადმოსცემს: «უსმანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) როდესაც საფლავთან დგებოდა, ტიროდა იმდენად, რომ მისი წვერი ცრემლით იჟღინთებოდა. მას ჰკითხეს: სამოთხისა და და ჯოჯოხეთს ხსენებისას არ ტირი, მაგრამ საფლავზე ტირი? მაშინ მან უპასუხა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,

[კარგი (ჰასან)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]

الشرح

მორწმუნეთა მმართველი უსმან იბნ აფფანი როდესაც საფლავთან დგებოდა, ტიროდა იმდენად, რომ მისი წვერი ცრემლით იჟღინთებოდა. მას ჰკითხეს: სამოთხისა და ჯოჯოხეთის ხსენებისას, სამოთხის სურვილით ან ჯოჯოხეთის შიშით არ ტირი! მაგრამ საფლავზე ტირი? მან უპასუხა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ საფლავი საიქიოს პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება და უსაფრთხოდ გამოვა, მისთვის შემდგომი საფეხურები უფრო იოლი იქნება. ხოლო თუ ვერ გადაურჩა მის სატანჯველს, მაშინ მომდევნო სასჯელები მასზე კიდევ უფრო მძიმე იქნება.

فوائد الحديث

უსმან იბნ აფფანის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) შიშის განმარტება, მიუხედავად იმისა, რომ იგი სამოთხის მახარობელთა შორის იყო.

საფლავისა და აღდგომის საშინელებების გახსენებისას ტირილის შარიათული ნებადართულობა.

საფლავის ნეტარების და მისი სატანჯველის დადასტურება.

შიში საფლავის სასჯელისგან.

التصنيفات

სასაფლაოს საშინელებები