إعدادات العرض
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური…
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Português Kurdî Kiswahili Magyar Românăالشرح
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ ის და კიდევ ერთი მისი თანატოლი მსახური მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თან ახლდნენ, როცა ის ბუნებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადიოდა, ისინი ატარებდნენ პატარა ჯოხს, რომლის ბოლოს ბასრი წვერი ჰქონდა, რათა საჭიროების შემთხვევაში დამალვის საშუალება დაედგათ ან ლოცვისთვის ბარიერი გაეკეთებინათ, ასევე, მათ თან მიჰქონდათ წყლით სავსე პატარა ტყავის ჭურჭელი. როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბუნებრივ მოთხოვნილებას მორჩებოდა, ერთ-ერთი მათგანი მას წყალს აწვდიდა, და ის წყლით ისუფთავებდა.فوائد الحديث
მუსლიმს მართებს წინასწარ მოემზადოს გასუფთავებისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებების შესრულებისას, რათა არ მოუწიოს ადგომა და არ დაისვაროს.
მუსლიმს მართებს სიფრთხილის დაცვა (ბუნებრივი მოთხოვნების) შესრულებისას, რათა არავინ დაინახოს მისი სასირცხო ადგილები, რადგან მათზე ყურება აკრძალულია, ამ მიზნით, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიწაში ჯოხს აფიქსირებდა და მასზე სამოსს აკრავდა, რათა დაფარული ყოფილიყო.
შვილებისათვის ისლამური ეთიკის სწავლება და მათი ამ პრინციპებზე აღზრდა, რათა ეს ადათები თაობიდან თაობას გადაეცეს და შენარჩუნდეს.