إعدادات العرض
იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა…
იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში
გადმოცემულია უბაი იბნ ქა'აბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში, ერთ დღეს ვიღაცამ უთხრა მას ან მე თვითონ ვუთხრი მას: "რატომ არ იყიდი ვირს, რომ მასზე ამხედრებული იარო, განსაკუთრებით სიბნელესა და ძლიერ სიცხეში?" მან უპასუხა: "არ მსურს, რომ ჩემი სახლი მეჩეთის გვერდით იყოს, მე მინდა, რომ ალლაჰმა ჩაწეროს ჩემთვის ყოველ ნაბიჯზე, რასაც მეჩეთისკენ და უკან ჩემი ოჯახისკენ გადავდგამ", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის შეკრიბა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල Hausa Kurdî Tiếng Việt Magyar Kiswahili Română অসমীয়াالشرح
უბაი იბნ ქა’ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვიამბო, რომ ანსარებიდან ერთი კაცი იყო მეჩეთიდან ყველაზე შორეული სახლის მქონე ადამიანებს შორის, მაგრამ არ აცდენდა ლოცვას; არამედ, ყოველ ლოცვაზე ესწრებოდა ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, მას უთხრეს: რატომ არ ყიდულობ ვირს, რომ მასზე ამხედრებული იარო ღამის სიბნელეში და დღის სიცხეში? მან უპასუხა: არ მსურს, რომ ჩემი სახლი მეჩეთის გვერდით იყოს. მე მინდა, ალლაჰმა ჩამიწეროს ჩემი ნაბიჯები მეჩეთში ლოცვისკენ სიარულისას და უკან დაბრუნებისას, როცა ოჯახთან ვბრუნდები, როცა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მმვიდობა მას) ეს გაიგონა თქვა: «ალლაჰმა ეს ყველაფერი შენთვის შეკრიბა».فوائد الحديث
საჰაბების უდიდესი სურვილი სიკეთის კეთებისა და მისი ზრდისკენ, ასევე ღმერთის საზღაურის მოპოვებისკენ.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში დადასტურებულია, რომ ლოცვიდან დაბრუნების ნაბიჯებზეც იგივე ჯილდო ენიჭება, როგორც მეჩეთში წასვლის ნაბიჯებზე».
მუსლიმების მიერ ერთმანეთის სიკეთისკენ მოწოდება და კეთილ საქმეებში რჩევის მიცემა მნიშვნელოვანია. თუ ვინმე დაინახავს, რომ მის ძმას სირთულე ხვდება, უნდა მისცეს რჩევა, რათა ეს სირთულე შეუმსუბუქოს.
სახლსა და მეჩეთს შორის მანძილი არ არის საბაბი ჯამაათით ლოცვის დატოვებისთვის, სანამ აზანის ხმა ესმის.
التصنيفات
ისლამის ღირებულება და მისი სიკეთეები