إعدادات العرض
ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში
ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმდევართაგან ზოგიერთ საჰაბას ესიზმრა სიზმარი, რომ ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო შვიდ დღეში იყო, და თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვხედავ, რომ თქვენი სიზმარი ემთხვევა ბოლო შვიდ ღამეს, მაშ, ვინც მას ეძებს - მოძებნოს ის ბოლო შვიდ ღამეში».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Português Kurdî සිංහල Kiswahili Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી Hausa Nederlands አማርኛ മലയാളം ไทย Română Magyarالشرح
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმდევართაგან ზოგიერთებმა ნახეს სიზმარი, რომ ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო შვიდ ღამეში იყო. და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ვხედავ, რომ თქვენი სიზმრები ერთმანეთს ემთხვევა, რომ ის რამადანის ბოლო შვიდ ღამეშია, ვისაც სურს მისი პოვნა, და ეძებს მას, მაშინ გაისარჯოს და ეძებოს ის ბევრი კარგი საქმის კეთებით, და ყველაზე მიტი ალბათობით ის ბოლო შვიდ ღამეში იქნება. ეს იწყება ოცდამეოთხე ღამიდან თუ რამადანის თვე ოცდაათი დღით იქნება, ხოლო თუ რამადანი ოცდაცხრა დღით იქნება მაშინ მისი ათვლა ოცდამესამე ღამიდან იწყება.فوائد الحديث
ყადირის ღამის მადლიანობა და ამ ღამის მოძებნისკენ მოწოდება.
ალლაჰმა თავისი სიბრძნითა და წყალობით დაფარა ეს ღამე, რათა ადამიანები გულმოდგინედ ემსახურონ მას მის მოსაპოვებლად, რითაც მათი საჩუქარი და ჯილდო გაორმაგდება.
ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო ათ ღმეში, უფრო მეტი ალბათობით კი ბოლო - შვიდ ღამეში.
ყადრის ღამე არის ერთ-ერთი ღამე რამადანის ბოლო ათი ღამიდან. ეს არის ის ღამე, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა გაუგზავნა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანი. ალლაჰმა ეს ღამე ათას თვეზე უკეთესად განსაზღვრა მისი კურთხეულობის, მაღალი ღირსებისა და იმით, რომ ამ ღამეს ჩადენილი კეთილი საქმე განსაკუთრებულად დიდ ჯილდოს იმსახურებს.
მას ყადირის ღამე ეწოდა: მისი სიდიადის გამო, ასევე ითქვა: მისი დიდი მადლიანობის გამო, სიტყვა ღამე ემატება მეორე სიტყვას როგორც მისი თვისება, ანუ დიადი ღამე, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ფასი ძალიან დიდია, დიადია, ძვირფასია, მაღალია და სხვა. { ჭეშმარიტად ჩვენ გარდმოვავლინეთ ის ბარაქიან ღამეს} [ალ-დუხაან: 3], ან მისი შეფასების გამო: ამ შემთხვევაში მისი დამატება მოხდება როგორც დროის გარემოება და რაც მასში ხდება, ანუ: ამ ღამეში მოხდება შეფასებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე, {მასში განირჩევა ყველა ბრძნული საქმე} [ად-დუხაან: 4].
التصنيفات
რამადანის ბოლო ათი დღე