إعدادات العرض
გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა…
გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ერთხელ ჯიბრილი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როცა მოულოდნელად ზემოდან ხმა მოესმა. ჯიბრილმა ცას ახედა და თქვა: "ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა და აქამდე არასდროს გახსნილა", შემდეგ, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: "ეს ანგელოზია, რომელიც პირველად ჩამოვიდა დედამიწაზე და მანამდე არასდროს ჩამოსულა", ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და უთხრა: "გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ"».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Tiếng Việt Magyar Kiswahili සිංහල Română অসমীয়াالشرح
ჯიბრილი (მშვიდობა მას) ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როდესაც ზეციდან ხმა მოესმა, რომელიც ჰგავდა კარის გახსნის ხმას. ჯიბრილმა ცას ახედა და თავისი მზერა ზეცისკენ მიაპყრო. შემდეგ მან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა: ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა, და მანამდე არასდროს გახსნილა, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა დედამიწაზე ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: ეს ანგელოზია, რომელიც დედამიწაზე პირველად ჩამოვიდა, და მანამდე არასდროს ჩამოსულა, ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და შემდეგ უთხრა: გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი სინათლე, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია; ესენია: სურა ალ-ფაათიჰა და ალ-ბაყარას ბოლო ორი აიათი. შემდეგ ანგელოზმა თქვა: ვინც კი ამ აიათებიდან ერთ ასოს მაინც წაიკითხავს უზენაესი ალლაჰი მას იმ სიკეთეს, ვედრებას და თხოვნას მისცემს.فوائد الحديث
სურა ალ-ფათიჰას და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათების ღირსება და წახალისება მათი წაკითხვისა და მათში არსებული ბრძანებების განხორციელებისკენ.
ზეცას აქვს კარები, საიდანაც უზენაესის ბრძანებები გარდმოევლინება, და ისინი მხოლოდ უზენაესი ალლაჰის ნებართვით იღება.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რადგან ალლაჰმა მას ისეთი პატივი მიანიჭა, რაც წინა წინასწარმეტყველთათვის არ უბოძებია – და ეს ორი სინათლე უბოძა.
ალლაჰის გზაზე მოწოდების ერთ-ერთი მეთოდი – კეთილი ამბებით გახარება.