მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან

მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან

გადმოცემულია იაას იბნ აბდულლაჰ აბიი ზუბააბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «არ სცემოთ ალლაჰის მონა ქალებს». შემდეგ უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "ქალებმა თავიანთი ქმრების წინააღმდეგ უხეშობა დაიწყეს", ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარკვეულ შემთხვევებში დაუშვა ცოლის დარტყმა, მაგრამ ცოტა ხანში ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახში ბევრი ქალი მივიდა, რომლებიც თავიანთ ქმრებს უჩიოდნენ, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან».

[სანდო (საჰიჰ)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ცოლების ცემა. შემდეგ ამირ ალ-მუ’მინინ უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) მივიდა და უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო! ქალებმა გაბედეს თავიანთი ქმრების წინააღმდეგ გამოსვლა და მათი ზნეობა გაფუჭდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლების ცემის ნებართვა მისცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა ამის სერიოზული მიზეზი, როგორიცაა ქმრის უფლებების დაუმორჩილებლობა ან მისი ბრძანებების განზრახ უარყოფა და მსგავსი შემთხვევები. შემდეგ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან მივიდნენ ქალები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათი ქმრები სასტიკად სცემდნენ მათ და ბოროტად იყენებდნენ მოცემულ ნებართვას, მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ეს მამაკაცები, რომლებიც თავიანთ ცოლებს სასტიკად სცემენ, არ არიან თქვენგან საუკეთესოები.

فوائد الحديث

ქალებისადმი კეთილშობილური მოპყრობის ღირსება და მოთმინების უპირატესობა ცემასთან შედარებით.

ალლაჰმა დაადგინა, რომ ცემა არის ნუშუზის (ცოლის დაუმორჩილებლობის) მკურნალობის ბოლო ეტაპი. ალლაჰი ამბობს ყურანში: {თუ გეშინიათ მათი დაუმორჩილებლობის, მაშინ ჯერ დაუძახეთ ნუგეშის სიტყვებით, შემდეგ გაერიდეთ მათ სარეცელში, და ბოლოს, მსუბუქად დაარტყით. ხოლო თუ ისინი დამორჩილდებიან, მაშინ ნუ მოიძებნით მათ წინააღმდეგ გზას. ალლაჰი აღმატებულია და დიადია!} (ან-ნისა, 34) ამ აიათში მოცემული სამივე ნაბიჯი არის ეტაპობრივი, და არა ერთდროული:

1. – რჩევის მიცემა და შეგონება: ქმარმა ცოლს ალლაჰის შეგონებები უნდა გაახსენოს და მშვიდი საუბრის გზით შეეცადოს მისი სწორ გზაზე დაყენებას.

2. – სარეცელში განშორება: თუ რჩევა და შეგონება არ გაჭრის, ქმარს შეუძლია დროებით გაერიდოს მას სარეცელში, რათა ქალმა თავისი საქციელის შედეგები გაიაზროს.

2. – მსუბუქი შეხება (არა მტკივნეული დარტყმა): თუ პირველმა ორმა ეტაპმა არ იმუშავა, დაშვებულია მხოლოდ სასწავლებელი, მსუბუქი დარტყმა, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული და შურისძიების მიზნით .

მამაკაცი არის მეურვე საკუთარ ოჯახში, ამიტომ მან უნდა აღზარდოს და განამტკიცოს ოჯახის წევრები სიბრძნითა და კეთილი შეგონებით.

(ალიმის)სწავლულის მიერ თავის ფეთვის გადამოწმების დაშვებულობა მისი შედეგებისა და გავლენის გასაგებად.

მმართველისთვის ან სწავლულისთვის ჩივილის დაშვებულობა, თუ მომჩივანს ზიანი მიადგა.

التصنيفات

ღირსება და ეთიკა, ცოლ-ქმარს შორის პირობები