إعدادات العرض
ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან…
ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Русский Nederlands অসমীয়া Tiếng Việt Kiswahili ગુજરાતી پښتو አማርኛ ไทย Oromoo Română മലയാളം Deutsch नेपालीالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უცხო ქალებთან შერევის შესახებ და თქვა: თავი დაიცავით იმისგან, რომ ქალებთან მარტო შეხვიდეთ, და ასევე ქალებმა თავი აარიდონ თქვენთან მარტო შემოსვლას. ანსარებიდან ერთმა კაცმა ჰკითხა: რა ვქნათ ქმრის ნათესავებთან; როგორებიც არიან მისი ძმა, ძმისშვილი, ბიძა, ბიძაშვილის შვილი, დისშვილი და სხვები, რომლებიც ქალისთვის დასაშვები იქნებოდნენ ქორწინებისთვის, თუ იგი გათხოვილი არ იქნებოდა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «გაფრთხილდით მათგან ისე, როგორც სიკვდილისგან!» ეს იმიტომ, რომ ქმრის ნათესავებთან (როგორც მაგალითად, ძმა ან ბიძაშვილი) განმარტოება იწვევს ცდუნებასა და რელიგიურ განადგურებას, ქმრის ნათესავები, რომლებიც არ არიან მისი მამა ან შვილები, უფრო მეტად უნდა აირიდოს ქალმა, ვიდრე სრულიად უცხო მამაკაცები, რადგან ქმრის ნათესავთან განმარტოება უფრო ხშირია და მასთან დაკავშირებული ბოროტება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე უცხოსთან. ეს ცდუნება კიდევ უფრო შესაძლებელია, რადგან ქმრის ნათესავებს უფრო მარტივად შეუძლიათ ქალთან ურთიერთობის დამყარება და განმარტოება საზოგადოების უკმაყოფილების გარეშე, ასევე მათი თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათთან გარკვეული ურთიერთობა აუცილებელია და ხშირად საზოგადოებაში ეს ნორმად ითვლება, ამიტომ, ქმრის ნათესავთან განმარტოება ჰგავს სიკვდილს სირთულითა და ბოროტებით, რაც შეეხება სრულიად უცხო მამაკაცს, მასთან ფრთხილად ყოფნა უკვე ისედაც გასაგებია.فوائد الحديث
გაფრთხილება უცხო ქალებთან მარტო შესვლისა და განმარტოების წინააღმდეგ მიზნად ისახავს აღვირახსნილობის ჩადენის მიზეზების თავიდან აცილებას.
ეს წესი ზოგადია და ვრცელდება ქმრის ძმაზე და მის ნათესავებზე, რომლებიც ქალისთვის მაჰრამები არ არიან. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს, რომ შესვლა გულისხმობს განმარტოების შესაძლებლობას.
ზოგადად, ცდუნებისა და შეცდომის მიზეზებისგან თავის არიდება აუცილებელია, რათა ბოროტებაში ჩავარდნის რისკი აიცილოს.
ან-ნავავიმ თქვა: "ენის სწავლულები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ "ალ-ჰამუუ"-გულისხმობს ქალის ქმრის ნათესავებს, როგორიცაა მისი მამა, ბიძა, ძმა, ძმისშვილი, ბიძაშვილი და სხვა, "ალ-ახთაან" - ნიშნავს მამაკაცის ცოლის ნათესავებს, ხოლო ალ-"ასჰაარ" მოიცავს ორივე ტიპს".
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმრის ნათესავთან განმარტოება (ალ-ჰამუ) სიკვდილს შეადარა. იბნ ჰაჯარი განმარტავს: "არაბები არასასურველ მოვლენას ხშირად სიკვდილთან აიგივებენ, შედარების არსი შემდეგში მდგომარეობს: ეს არის რელიგიის სიკვდილი, თუ ცოდვა მოხდება, განმარტოებული მამაკაცის სიკვდილი, თუ ცოდვა ჩაიდინა და მასზე ქვებით ჩაქოლვა დაწესდება, ქალის განადგურება, თუ ქმრის ეჭვიანობა მას განქორწინებამდე მიიყვანს".
التصنيفات
ქალთა დებულებები