إعدادات العرض
ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით,…
ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე».
الترجمة
العربية Tiếng Việt অসমীয়া Nederlands Bahasa Indonesia Kiswahili አማርኛ Hausa සිංහල ไทย English ગુજરાતી Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც უფლით, ღმერთით, ვინც გვასაზრდოებს ყოველივეთი, მფლობელით, ბატონითა და გამომსწორებლით; – და ისლამით, მისი ყველა ბრძანებითა და აკრძალვით, როგორც სარწმუნოებით, რელიგიითა და კანონით, რწმენითა და მორჩილებით; და მოციქული მუჰამმადით, როგორც ალლაჰის მოციქულითა და წინასწარმეტყველით, ყველაფრით, რითაც ის წარმოიგზავნა და ჩვენამდე მოიტანა; – მაშინ, მას ჯოჯოხეთი არ შეეხება და სამოთხეში შესვლა აუცილებელი გახდება მისთვის.فوائد الحديث
ამ ვედრების წაკითხვისკენ წახალისება და მისი საზღაური.
"კმაყოფილება ალლაჰით როგორც უფლით" მოიაზრება, რომ ადამიანმა არ უნდა ეთაყვანოს არავის მის გარდა, წმინდაა ის.
"მოციქული მუჰამმადით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კმაყოფილება, როგორც წინასწარმეტყველით და მოციქულით" მოიაზრება მისადმი მორჩილება და მის სუნნეთზე მიყოლა.
"კმაყოფილება ისლამით, როგორც სარწმუნოებით" ნიშნავს, რომ მორწმუნე კმაყოფილია იმით, რაც ალლაჰმა თავისი მონებისთვის აირჩია.
სხვა გადმოცემების მიხედვით, აზანის მოსმენის დროს ორი მოწმობის წარმოთქმისას ამ ვედრების თქმა რეკომენდებულია.
სხვა ჰადისში აღნიშნულია, რომ ამ ვედრების წარმოთქმა რეკომენდებულია დილით და საღამოს.
التصنيفات
კონკრეტული ვედრებები