თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება

თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება

გადმოცემულია 'იმრაან იბნ ჰუსაინისგან (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება» 'იმრანმა თქვა: "არ ვიცი, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი თაობა ახსენა მათ შემდეგ თუ სამი, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასევე თქვა:« თქვენს შემდეგ მოვლენ ხალხი, რომლებიც ივიწყებენ ნდობას და ღალატობენ, ტყუილს იმოწმებენ და არ არიან სანდონი, აღთქმებს დებენ, მაგრამ არ ასრულებენ, და მათში სიგამხდრის ნაცვლად სიმსუქნე გაჩნდება».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ საუკეთესო თაობა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ერთდროულად ცხოვრობენ, არის ის თაობა, რომელშიც თავად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბები იმყოფებოდნენ. შემდეგ მოდიან ისინი, ვინც მოჰყვნენ მათ – მორწმუნეები, რომლებმაც საჰაბებს მიუსწრეს, მაგრამ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ მოესწრნენ, შემდეგ მოდიან ისინი, ვინც მათ მოჰყვნენ – თაბი'ინების მიმდევრები, რაც შეეხება მეოთხე თაობას, ამასთან დაკავშირებით 'იმრან იბნ ჰუსაინი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დაეჭვდა, მოიხსენია თუ არა მოციქულმა ისინი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მათი (საუკეთესო თაობების) შემდეგ მოვლენ ხალხი, რომლებიც ღალატობენ და ადამიანები მათ აღარ ენდობიან. ისინი იმოწმებენ (მოწმედ გამოდიან) მანამდე, სანამ ვინმე მათგან მოწმობას მოითხოვს. ისინი აღთქმებს დებენ, მაგრამ არ ასრულებენ მათ. ისინი გააფართოებენ საკუთარ სიამოვნებებს საკვებსა და სასმელში, სანამ მათში სიმსუქნე არ გავრცელდება.

فوائد الحديث

ყველა დროისა და თაობას შორის საუკეთესო საუკუნე და თაობა არის ის, რომელშიც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი თანმხლებნი (საჰაბები) ცხოვრობდნენ. საჰიჰ ალ-ბუხარიში მოყვანილია მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: ''მე წარმოვგზავნილი ვარ ადამის ძეთაგან საუკეთესო თაობებში, თაობიდან თაობამდე, სანამ იმ თაობაში არ აღმოვჩნდი, რომელშიც ვიყავი''.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისიდან გამომდინარეობს, რომ საჰაბები (მოციქულის თანმხლებნი) თაბი'ინებზე უკეთესები არიან, ხოლო თაბი'ინები – მათ მიმდევრებზე (ათბა‘უთ-თაბი'ინ). თუმცა ჩნდება კითხვა: ეს უპირატესობა მთელ თაობას განეკუთვნება, თუ ცალკეულ პირებს? ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს, თუმცა უმრავლესობა სწავლულებისა ემხრობა მეორე აზრს».

მინიშნება იმაზე, რომ აუცილებელია პირველი სამი თაობის გზის მიყოლა, რადგან ვინც უფრო ახლოს არის წინასწარმეტყველების პერიოდთან, ის უფრო მეტად იმსახურებს ღირსებას, ცოდნას, მიბაძვასა და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელმძღვანელობის მიხედვით ცხოვრების გაგრძელებას.

პირობა არის ის, როდესაც პასუხისმგებელი ადამიანი თვითონვე იღებს ვალდებულებას მორჩილებაში, რომელსაც შარიათი მას პირდაპირ არ ავალდებულებდა, ნებისმიერი სიტყვით, რომელიც ამაზე მიუთითებს.

ღალატის დაგმობა, აღთქმის შეუსრულებლობის აკრძალვა და ამქვეყნიურობაზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობა.

მოწმების მიცემის გაკიცხვა თხოვნის გარეშე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ის, ვის უფლებასაც ეს ეხება, ამის შესახებ თავად იცის. ხოლო თუ არ იცის, მაშინ ასეთი მოწმის მიცემა შედის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებში: „გითხრათ თუ არა საუკეთესო მოწმეზე? ეს ის არის, ვინც თავისი მოწმობით თავად მოდის, სანამ მას ამას სთხოვენ". ამ ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი.

التصنيفات

ალლაჰთან დაახლოებულების ღირსება, საჰაბების უპირატესობანი - ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი